დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო პერიოდი დღეს ოფიციალურად იწყება
აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადა დღეს ფიცის დადების ცერემონიალით ოფიციალურად დაიწყება. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.
დედაქალაქ ვაშინგტონში, კონგრესის გარეთ სპეციალურ პლატფორმაზე დაგეგმილი ფიცის დადების ცერემონია ცივი ამინდის გამო კონგრესის შენობაში გადაიტანეს.
დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გააკეთა განცხადება ამ საკითხზე და აღნიშნა: „ქვეყანაში პოლარული ქარიშხალია. არ მსურს, რომ ხალხმა რაიმე სახის ზიანი მიიღოს ან დაშავდეს“.
ტრამპმა გააფრთხილა: „ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მოსვლას გადაწყვეტთ, თბილად ჩაიცვით“!
საინაუგურაციო აღლუმიც, ტრადიციისგან განსხვავებით, სპორტულ დარბაზში გაიმართება.
ჩვეულებრივ პირობებში 200 000-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით დაგეგმილი ცერემონია 20 000 ადამიანით შემოიფარგლება.
დონალდ ტრამპი ცერემონიების შემდეგ თეთრ სახლში გადავა და ჯო ბაიდენის თანდასწრებით მოხდება თანამდებობის გადაბარება.
ტრამპი პირველი ვადის შემდეგ, არჩევნებში დამარცხების შემდგომ, 2021 წლის იანვარში გადაბარების ცერემონიას არ დასწრებია.
ნანახია: 47
მსგავსი სიახლეები
clickss