2025-09-18

15:17

მეცნიერებმა დეპრესიასთან დაკავშირებული 300-ზე მეტი გენეტიკური რისკ-ფაქტორი აღმოაჩინეს

მსოფლიო
16-01-2025 11:54

მეცნიერებმა დეპრესიასთან დაკავშირებული 300-ზე მეტი გენეტიკური რისკ-ფაქტორი აღმოაჩინეს. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.

მიუხედავად იმისა, რომ უარყოფითი გამოცდილება და სტრესი ზრდის დეპრესიის რისკს, ცნობილია, რომ დეპრესიას აქვს გენეტიკური კომპონენტიც. ჟურნალ „Cell“-ში გამოქვეყნებულ კვლევაში განხილულია გენეტიკური ფაქტორები, რომლებიც ზრდიან დეპრესიის რისკს.

კვლევაში, რომელმაც 29 ქვეყნის 5 მილიონზე მეტი ადამიანის გენეტიკური მონაცემები შეისწავლა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს 308 ახალი გენი, რომელიც დაკავშირებულია დეპრესიის მომატებულ რისკთან.

ლონდონის სამეფო კოლეჯისა და ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ინდივიდების გენეტიკურ კოდში აღმოაჩინეს დაახლოებით 700 ვარიაცია, რომელთაგან თითქმის ნახევარი მანამდე არ იყო დაკავშირებული დეპრესიასთან, თუმცა დადგინდა მათი კავშირი ამ მდგომარეობასთან.

კვლევაში აღნიშნულია, რომ თითოეული გენეტიკური რისკ-ფაქტორი დეპრესიისთვის მცირეა, თუმცა ხაზგასმულია, რომ რისკი შეიძლება გაიზარდოს იმ ინდივიდებისთვის, რომლებსაც რამდენიმე ფაქტორი აქვთ.

მსგავსი სიახლეები

2025-09-18 11:11
მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

2025-09-17 16:28
მსოფლიო

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

2025-09-15 09:37
მსოფლიო

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

2025-09-12 11:42
მსოფლიო

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები