2025-10-29

20:49

2024 წელს სხვადასხვა ბუნებრივმა კატასტროფებმა მთელ მსოფლიოში 11 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

მსოფლიო
12-01-2025 14:59

2024 წელს მიწისძვრებმა, ქარიშხლებმა და სხვა ბუნებრივმა კატასტროფებმა მთელ მსოფლიოში 11 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.

გერმანულმა სადაზღვევო კომპანია Munich Re-მ გამოაქვეყნა წლიური ანგარიში ბუნებრივი კატასტროფების შესახებ.

ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ბუნებრივმა კატასტროფებმა გამოიწვია 320 მილიარდი დოლარის გლობალური ეკონომიკური ზარალი, საიდანაც 140 მილიარდი დოლარი იყო დაზღვეული.

ბუნებრივი კატასტროფების შედეგად 11 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ქარიშხალმა „ჰელენმა“ ყველაზე მეტი ზარალი გამოიწვია.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზარალის 93% კლიმატურ კატასტროფებზე მოდიოდა.

სექტემბერსა და ოქტომბერში აშშ-ში მომხდარი ქარიშხლები „ჰელენი“ და „მილტონი“ გასული წლის ყველაზე დამანგრეველი კატასტროფები იყო.

ქარიშხალი „ჰელენი“ 2024 წლის ყველაზე დიდი ზარალის მომტანი ბუნებრივი კატასტროფა იყო - 56 მილიარდი დოლარის ზარალით, საიდანაც 16 მილიარდი დოლარი სადაზღვევო კომპანიებმა აანაზღაურეს.

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები