2025-09-18

20:00

კუბაში, სამხედრო მასალების საწყობში აფეთქება მოხდა!

მსოფლიო
09-01-2025 10:48

კუბაში, სამხედრო მასალების საწყობში მომხდარი აფეთქების შემდეგ, 13 ჯარისკაცი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.

კუბის რევოლუციური შეიარაღებული ძალების სამინისტროს (Minfar) განცხადებით, ოლგინის პროვინციის მელონესის რაიონში მდებარე საწყობში, ჯერ-ჯერობით დაუდგენელი მიზეზით მოხდა სამხედრო მასალების აფეთქება.

განცხადებაში აღინიშნა, რომ აფეთქების შემდეგ 13 ჯარისკაცთან ვერ ხერხდება დაკავშირება და რეგიონში გაგზავნილ იქნა მრავალი საძიებო-სამაშველო ჯგუფი.

ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს, რომ დაკარგული ჯარისკაცების ოჯახები ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულნი არიან და შეიარაღებული ძალები მაქსიმალურ ძალისხმევას იჩენენ სიტუაციის მოსაგვარებლად.

ოლგინის პროვინციის თავდაცვის საბჭოსა და შეიარაღებული ძალების სამინისტროს მიერ მიღებული ზომების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის მახლობელი ტერიტორიიდან ევაკუირებულია დაახლოებით 500 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები

2025-09-18 11:11
მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

2025-09-17 16:28
მსოფლიო

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

2025-09-15 09:37
მსოფლიო

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

2025-09-12 11:42
მსოფლიო

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები