ჩისინაუს აეროპორტში, ერთ-ერთ ამანათში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, მოლდოვური მედია წერს, რომ ამანათი უკრაინიდან გაიგზავნა და თბილისის რეისზე უნდა მოხვედრილიყო

მოლდოვას დედაქალაქ ჩისინაუს აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ-ერთ ამანათში პულტით მართვად სათამაშო ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა.
ადგილზე მობილიზებულმა სპეციალურმა დანაყოფმა ამანათი გააუვნებელყო.
როგორც მოლდოვური მედია იუწყება, ამანათი ჩისინაუს აეროპორტში უკრაინიდან გაიგზავნა და ის თბილისის რეისზე უნდა მოხვედრილიყო, თუმცა უსაფრთხოების შემოწმების დროს სამართალდამცველებმა ამანათი საეჭვოდ მიიჩნიეს და გამნაღმველები გამოიძახეს.
აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ადასტურებს მოლდოვის სამართალდამცავი უწყება, თუმცა ოფიციალურ განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის ამანათის წარმომავლობა და საბოლოო დანიშნულების პუნქტი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
წყარო: 1tv.ge
ნანახია: 744
მსგავსი სიახლეები

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
clickss