აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება ჩინური ძველი ტიპის ნახევარგამტარების მიმართ
აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება ჩინური ძველი ტიპის ნახევარგამტარების მიმართ, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ავტომობილებში, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და თავდაცვის სისტემებში. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის (USTR) განცხადებით, დაიწყო გამოძიება ჩინეთის "ქმედებების, პოლიტიკისა და პრაქტიკის შესახებ, რომლებიც მიმართულია ნახევარგამტარების ინდუსტრიაზე დომინირებისკენ".
განცხადებაში აღინიშნა, რომ ჩინეთი ცდილობს დომინირებას ნახევარგამტარების ინდუსტრიაში როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზრებზე და ნათქვამია, რომ ქვეყანა იყენებს ყოვლისმომცველ ანტიკონკურენტულ და არასაბაზრო მეთოდებს ლოკალიზაციისა და თვითკმარობის მისაღწევად.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ჩინეთის ქმედებებს, პოლიტიკასა და პრაქტიკას მავნე ზეგავლენა აქვს აშშ-სა და სხვა ეკონომიკებზე, და აღნიშნულია, რომ ისინი ასუსტებენ აშშ-ის კონკურენტუნარიანობას, მიწოდების ჯაჭვებსა და ეკონომიკურ უსაფრთხოებას.
განცხადების თანახმად, გამოძიება თავდაპირველად ფოკუსირებული იქნება ძველი ტიპის ნახევარგამტარების წარმოებაზე, მათ შორის იმათზე, რომლებიც გამოიყენება კომპონენტებად ქვეპროდუქტებში ისეთი კრიტიკული სექტორებისთვის, როგორიცაა თავდაცვა, ავტომობილმშენებლობა, სამედიცინო მოწყობილობები, ავიაცია, ტელეკომუნიკაციები, ელექტროენერგიის წარმოება და ელექტროქსელი. ამასთანავე, გამოძიებული იქნება სილიციუმის კარბიდის სუბსტრატების წარმოებასთან დაკავშირებული ქმედებები, პოლიტიკა და პრაქტიკა.
ნანახია: 58
მსგავსი სიახლეები
clickss