აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა!
აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მახლობლად ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 28 ადამიანი გადაურჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
„საავადმყოფოში სულ 28 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ორი ბავშვია. ცხრა ადამიანის მდგომარეობა მძიმეა“, - აცხადებენ ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.
სამგზავრო თვითმფრინავი, Embraer 190, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან რუსეთში შემავალ ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში მიფრინავდა.
თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგან 37 აზერბაიჯანის, 16 რუსეთის, 6 ყაზახეთის და 3 ყირგიზეთის მოქალაქეა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელმაც კასპიის ზღვის თავზე "SOS" (საგანგებო) სიგნალი გააგზავნა, ცდილობდა საგანგებო დაშვებას ყაზახეთის აქტაუს აეროპორტში, რა დროსაც ჩამოვარდა.
ნანახია: 95
მსგავსი სიახლეები
clickss