2024-12-25

05:34

ევროპული საბჭო: საქართველოს მთავრობის ქმედებები „ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული“

მსოფლიო
24-12-2024 13:09

ბრიუსელში ჩატარებულ შეხვედრაზე ევროპულმა საბჭომ სერიოზული შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების გამო, რადგან ისინი „ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული“.

საბჭოს მიერ მიღებულ დასკვნებში ევროკავშირის ლიდერებმა სინანული გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო,  შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე. 

მათ ასევე მკაცრად დაგმეს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსების და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ.

„საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან.  ყველა ძალადობრივი აქტი უნდა იყოს გამოძიებული, ხოლო პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ“, – ნათქვამია საბჭოს დასკვნებში.

გარდა ამისა, ევროკავშირის ლიდერებმა თქვეს, რომ ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზას იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება მისი ქმედებების ახლანდელ კურსს შეცვლის.

დამატებით ინფორმაცია

პრესრელიზი

ევროპული საბჭოს დასკვნები

მსგავსი სიახლეები

2024-12-24 13:09
მსოფლიო

ევროპული საბჭო: საქართველოს მთავრობის ქმედებები „ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლ

საბჭოს მიერ მიღებულ დასკვნებში ევროკავშირის ლიდერებმა სინანული გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების

2024-12-24 12:52
მსოფლიო

ბრაზილიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

რიო გრანდე-დუ სულის შტატში, ტურისტულ ქალაქ გრამადოში დასახლებულ ადგილზე პატარა თვითმფრინავი ჩამოვარდა

2024-12-18 11:52
მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინი კვლავ იმუქრება

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ NATO ამაგრებს სამხედრო ინფრასტრუქტურას რუსეთის საზღვრებთან ახლოს და აღნიშნა, რომ ევროპაში

2024-12-17 14:31
მსოფლიო

მოსკოვში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მომხდარ აფეთქებაში გარდაიცვალა შეიარაღებული

რუსეთის გამოძიების კომიტეტის წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ რიაზანის პროსპექტზე მდებარე საცხოვრებელი

2024-12-13 15:34
მსოფლიო

კრემლის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი: „ზელენსკიმ ორბანის შეთავაზება უარყო“

კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე საუბარი გაიმართა ორბანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები