რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინი კვლავ იმუქრება
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ ევროპისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებში მისი ქვეყნისთვის შექმნილ საფრთხეებს ყოვლისმომცველი სახით უპასუხებენ.
დედაქალაქ მოსკოვში თავდაცვის სამინისტროს საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა არასტაბილურია. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
„ახლო აღმოსავლეთში სისხლისღვრა გრძელდება. მსოფლიოს სხვა მრავალ რეგიონშიც კონფლიქტის პოტენციალი მაღალია“, - განაცხადა მან.
პუტინმა აღნიშნა, რომ დასავლეთი ცდილობს შეინარჩუნოს მსოფლიოზე თავისი ბატონობა, მოახვიოს თავისი წესები სხვა ქვეყნებს. მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინისთვის მატერიალური და სამხედრო დახმარების გაწევას.
რუსეთის ლიდერმა განაცხადა: „შეერთებული შტატები აქეზებს კონფლიქტის გაგრძელებას უკრაინაში“.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ NATO ამაგრებს სამხედრო ინფრასტრუქტურას რუსეთის საზღვრებთან ახლოს და აღნიშნა, რომ ევროპაში აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 100 ათასს აღემატება.
პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთი ამაგრებს თავის პოზიციებს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ქმნის სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსებს, რითაც აზიანებს „რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურას“.
„გვაშფოთებს აშშ-ის მიერ 5500 კილომეტრის მქონე მაღალი სიზუსტის შეტევითი სისტემების განთავსების ღონისძიებები. მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული საერთაშორისო სისტემების ევროპისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებში განსათავსებელად“, - განაცხადა მან.
პუტინმა აღნიშნა, რომ მიღებული აქვთ საჭირო ზომები, უკრაინაში სამხედრო მოქმედებების პირობებში და უკვე გამოსცადეს ჰიპერბგერითი აღჭურვილობის რაკეტა „ორეშნიკ“-ი
„ამ საფრთხეებს ყოვლისმომცველად ვუპასუხებთ. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი საერთაშორისო სისტემა გაშვებული იქნება, ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება მისი აღმოჩენა და შეჩერება. ამავდროულად, საჭიროა იმ საკითხების გადაჭრა, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს მიერ წარმოებული საერთაშორისო სისტემების, მათ შორის ჰიპერბგერითი აღჭურვილობის რაკეტების სერიული წარმოებისა და განთავსების საკითხებთან“, - განაცხადა მან.
ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსული არმია უკრაინაში წინ იწევს ფრონტებზე, და განაცხადა: „ამ წელს გათავისუფლდა 189 დასახლებული პუნქტი“.
ნანახია: 157
მსგავსი სიახლეები
clickss