მოსკოვში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მომხდარ აფეთქებაში გარდაიცვალა შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაური
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მომხდარ აფეთქებაში გარდაიცვალა შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
რუსეთის გამოძიების კომიტეტის წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ რიაზანის პროსპექტზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება მოხდა.
გამოქვეყნებულ განცხადებაში მითითებულია, რომ აფეთქება გამოწვეული იყო ხელნაკეთი ფეთქებადი მოწყობილობით და დაზუსტებულია, რომ გარდაიცვალა შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ნანახია: 82
მსგავსი სიახლეები
clickss