კრემლის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი: „ზელენსკიმ ორბანის შეთავაზება უარყო“
ცნობილი გახდა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მხრიდან რუსეთთან საშობაო ცეცხლის შეწყვეტისა და პატიმრების გაცვლის შემოთავაზება უკრაინის პრეზიდენტმა ვლოდიმერ ზელენსკიმ უარყო. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" იტყობინება.
კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე საუბარი გაიმართა ორბანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის, სატელეფონო საუბრისას.
გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი არასოდეს არ უარყოფს მშვიდობისკენ მიმართულ შეთანხმებებს. აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერალურმა უშიშროების სამსახურმა (FSB) ორბანის შემოთავაზების შემდეგ პატიმრების სია გაუგზავნა.
ცნობისათვის, წინა დღეს გახდა ცნობილი, რომ ორბანმა და პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს უკრაინასა და სირიაში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად.
ზელენსკიმ გააკრიტიკა ორბანის სატელეფონო საუბარი პუტინთან მის ქვეყანასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხოლო უნგრელმა ლიდერმა უპასუხა, რომ „მშვიდობისთვის ძალისხმევას იჩენს“.
ნანახია: 145
მსგავსი სიახლეები
clickss