2025-10-15

13:00

სერგეი ლავროვი სირიაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს

მსოფლიო
09-12-2024 12:21

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მისი შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაქან ფიდანთან და მის ირანელ კოლეგა აბას არაქჩისთან კატარის დედაქალაქ დოჰაში ხელს შეუწყობს სირიაში არსებული მდგომარეობის სტაბილიზაციას. ამის შესახებ "ტრტ-ქართულიიტყობინება.

დედაქალაქ მოსკოვში ამერიკელ ჟურნალისტ, ტაქერ კარლსონთან მიცემულ ინტერვიუში სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ ისინი სირიაში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან აკვირდებიან და თურქ და ირანელ კოლეგებთან ერთად განიხილავენ მიმდინარე სიტუაციას, ასტანის პროცესის პრინციპების საფუძველზე.

რუსმა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სირიაში მდგომარეობა რთული და კომპლექსურია და განაცხადა: „ეს რთული თამაშია. მრავალი აქტორი მონაწილეობს. ვიმედოვნებ, რომ ამ კვირას კატარში დაგეგმილი  შეხვედრა ხელს შეუწყობს სიტუაციის სტაბილიზაციას“.

ლავროვმა შეახსენა, რომ ასტანის პროცესის ფარგლებში რუსეთი, თურქეთი და ირანი რეგულარულ შეხვედრებს მართავენ და აგრეთვე აცნობა, რომ ამ წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში კიდევ ერთი შეხვედრა იგეგმება.

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უკრაინის ომის დასრულების პირობების შესახებ კითხვაზე ლავროვმა ასე უპასუხა: „2022 წლის 14 ივნისს პრეზიდენტმა პუტინმა ამაზე ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის 2022 წელს სტამბოლში მიღებული პრინციპების საფუძველზე“.

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები