უცნობ დაავადებას ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში „უცნობი დაავადების“ გამო ბოლო მონაცემებით 143 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კვანგოს პროვინციაში 2 კვირაში 143 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია დაავადებამ, რომელსაც „უცნობი დაავადება“ უწოდეს.
თავის მხრივ, კონგოს ეროვნული ბიომედიცინის კვლევის ინსტიტუტიდან ეპიდემიური დაავადებების სპეციალისტების ჯგუფი მუშაობას შეუდგა რეგიონში. ოფიციალური უწყებები კი ხალხს მოუწოდებს, რომ თავი აარიდონ ხელის ჩამორთმევას, რეგულარულად დაიბანონ ხელები და გარეთ არ გავიდნენ, თუ ეს არ არის აუცილებელი.
დაავადების სიმპტომებში შედის სიცხე, თავის ტკივილი, ხველა, მოყავისფრო მუქი კანი და ანემია.
ნანახია: 179
მსგავსი სიახლეები
clickss