2025-09-19

09:22

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის ახალ შემადგენლობას ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით

მსოფლიო
27-11-2024 18:14

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის ახალ შემადგენლობას ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით. ევროკომისიის დამტკიცებას ხმა მისცა ევროპარლამენტის 370-მა წევრმა, 282 კი წინააღმდეგი იყო. 36-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.

ევროკომისიის ახალი წევრები უფლებამოსილების შესრულებას პირველი დეკემბრიდან უნდა შეუდგნენ. ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობას მეორე ვადით დაიკავებს. ისინი, ფორმალურად, ევროპულმა საბჭომ უნდა დანიშნოს ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი იქნება, რომელიც ოლივერ ვარჰეის შეცვლის. თავად ვარჰეი კი ჯანდაცვის კომისრის პოსტს დაიკავებს. საგარეო და უსაფრთხოების კომისარი ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი იქნება, რომელიც ამ ადგილზე ჯოზეფ ბორელს შეცვლის. ირლანდიის ფინანსთა ყოფილი მინისტრი მაიკლ მაკგრატი იუსტიციის საკითხებში ევროკავშირის მომავალი კომისარი იქნება, ლიეტუველი ანდრიუს კუბილიუსი კი ევროკავშირის თავდაცვის კომისარი გახდება.

მსგავსი სიახლეები

2025-09-18 11:11
მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

2025-09-17 16:28
მსოფლიო

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

2025-09-15 09:37
მსოფლიო

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

2025-09-12 11:42
მსოფლიო

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები