თურქეთის HÜRJET-ის მეორე პროტოტიპმა წარმატებით დაასრულა თავისი პირველი ფრენა
თურქეთის ავიაკოსმოსური მრეწველობის კომპანიის (TUSAŞ) მიერ შექმნილი თურქეთის პირველი ეროვნული რეაქტიული საწვრთნელი თვითმფრინავის HÜRJET-ის მეორე პროტოტიპმა წარმატებით დაასრულა თავისი პირველი ფრენა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
TUSAŞ-ის განცხადების თანახმად, პირველი წარმოებული HÜRJET-ის რეაქტიული საწვრთნელი თვითმფრინავის პირველი ფრენა განხორციელდა 2023 წლის 25 აპრილს.
ამავე ინფორმაციით, HÜRJET-მა დღემდე 140-ზე მეტი საცდელი ფრენა განახორციელა.
პირველ პროტოტიპში 45,000 ფუტზე მეტ სიმაღლეზე ასული და ბგერის სიჩქარის გადამლახავი HÜRJET-ის მეორე პროტოტიპი ცას შეუერთდა.
HÜRJET-ის მეორე პროტოტიპი 26 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა ჰაერში და სხვადასხვა მანევრის ტესტირება განახორციელა.
200 კვანძის სიჩქარით 10,000 ფუტის სიმაღლეზე პირველი ფრენა წარმატებით დასრულდა.
ნანახია: 57
მსგავსი სიახლეები
clickss