2024-11-21

17:33

მარკ რუტემ და იუნ სუკ იოლმა ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ჯარების გაგზავნის საკითხზე იმსჯელეს

მსოფლიო
07-11-2024 16:53

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა სატელეფონო საუბარი გამართეს ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის სამხედრო ძალების გაგზავნასთან დაკავშირებით ერთობლივი რეაგირების შესახებ. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

მარკ რუტემ X-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ იუნთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილა ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის სამხედროების გაგზავნის საკითხი და ეს ქმედება შეაფასა როგორც "გარდამტეხი მომენტი გლობალური უსაფრთხოებისთვის".

გენერალურმა მდივანმა განაცხადა: "ჩვენ ვაძლიერებთ კავშირებს ჩვენს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის პარტნიორებთან ამ საფრთხეებთან ერთობლივად გასამკლავებლად."

რუტემ ასევე აღნიშნა, რომ მოსალოდნელია ჩრდილოეთ კორეის ჯარების ჩართვა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში რამდენიმე დღეში და ხაზი გაუსვა "თანამოაზრე ქვეყნებს შორის სოლიდარობის გაძლიერების მნიშვნელობას ამ უპრეცედენტო უსაფრთხოების კრიზისის წინაშე."

Yonhap-ის ცნობით, იუნმა განაცხადა, რომ უკრაინის სპეციალური წარმომადგენელი ეწვევა სამხრეთ კორეას და NATO-სთან მჭიდრო კომუნიკაციის გაგრძელების პირობა დადო.

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ივნისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ჩრდილოეთ კორეაში, სადაც მხარეებმა ხელი მოაწერეს "ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობის შეთანხმებას".

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ მათ შეიტყვეს რუსეთის გეგმების შესახებ ჩრდილოეთ კორეის ჯარების პირველ საბრძოლო პოზიციებზე 27-28 ოქტომბერს განთავსების თაობაზე.

აშშ-მა განაცხადა, რომ რუსეთში დაახლოებით 10,000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იმყოფება, რომელთაგან 8,000 განთავსებულია კურსკის რეგიონში, უკრაინის საზღვართან ახლოს.

მსგავსი სიახლეები

2024-11-21 13:13
მსოფლიო

უკრაინას მიეცემა უფლება გამოიყენოს ამერიკული წარმოების ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები

ოსტინმა აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ხელისუფლება უკრაინაში რუსეთის საბრძოლო

2024-11-14 15:16
მსოფლიო

COP29 ბაქოში: ევროკავშირი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას ამბიციური ფინანსური და საინვესტიციო მიზნების

COP29-ის მოლაპარაკებებზე ევროკავშირისგან წარდგენილ გუნდს კლიმატური გადაწყვეტების კომისარი, ვოპკე ჰუკსტრა წარუძღვება.

2024-11-14 11:04
მსოფლიო

თურქეთის HÜRJET-ის მეორე პროტოტიპმა წარმატებით დაასრულა თავისი პირველი ფრენა

პირველ პროტოტიპში 45,000 ფუტზე მეტ სიმაღლეზე ასული და ბგერის სიჩქარის გადამლახავი HÜRJET-ის მეორე პროტოტიპი ცას

2024-11-11 14:49
მსოფლიო

გამართა თუ არა ტრამპმა პუტინთან სატელეფონო საუბარი?

აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინს მოუწოდა რუსეთ-უკრაინის ომში დაძაბულობის შემცირებისკენ. აშშ-ის ახლად

2024-11-07 16:53
მსოფლიო

მარკ რუტემ და იუნ სუკ იოლმა ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ჯარების გაგზავნის საკითხზე იმსჯელეს

გენერალურმა მდივანმა განაცხადა: "ჩვენ ვაძლიერებთ კავშირებს ჩვენს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის პარტნიორებთან ამ საფრთხეებთან





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები