თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი BRICS-ის მე-16 ლიდერთა სამიტში ღებულობს მონაწილეობას

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი BRICS-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) მე-16 ლიდერთა სამიტში ღებულობს მონაწილეობას. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
წლევანდელი BRICS-ის ლიდერთა სამიტი 22-24 ოქტომბერს თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში იმართება.
დღის წესრიგში გაერთიანების გაფართოების საკითხთან ერთად განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა ფინანსები, ტექნოლოგიები და სურსათით ვაჭრობა.
ორგანიზაცია, რომლის მიმართაც თურქეთის ინტერესი სულ უფრო იზრდება, 2010 წელს დაარსდა.
BRICS-ი, რომლის დამფუძნებლებიც არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა, წლების განმავლობაში გაფართოვდა და მას შეუერთდა ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
10 წევრამდე გაზრდილი BRICS-ის ქვეყნების მოსახლეობა დაახლოებით 3,5 მილიარდია. ეს მსოფლიო მოსახლეობის 45%-ს შეადგენს.
BRICS-ის ქვეყნები მსოფლიო ეკონომიკის დაახლოებით 25%-ს მოიცავენ. მსოფლიო ნავთობის 44%-ს ასევე BRICS-ის ქვეყნები აწარმოებენ.
ამ მახასიათებლებით BRICS-ი დასავლური ძალების მიერ შექმნილი G7-ის გეოპოლიტიკურ მეტოქედ ითვლება.
ნანახია: 804
მსგავსი სიახლეები

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
clickss