2024-10-16

12:22

​​​​​​​ნატოს ყოველწლიური ბირთვული წვრთნები "Steadfast Noon" დღეს იწყება

მსოფლიო
15-10-2024 12:48

ნატომ გამოაცხადა, რომ ყოველწლიური ბირთვული წვრთნები "Steadfast Noon" დღეს იწყება. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ნატოს წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ 2 კვირიან წვრთნებს 60-ზე მეტი თვითმფრინავი შეუერთდება.

წვრთნებში, რომლის დროსაც დასავლეთ ევროპის თავზე მოხდება სასწავლო ფრენები, ბირთვული რაკეტების გადამზიდი აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავებიც მიიღებენ მონაწილეობას.

განცხადებაში ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ აღნიშნა: „ბირთვული შეკავება მოკავშირეთა უსაფრთხოების ქვაკუთხედია. Steadfast Noon, ეს არის ალიანსის ბირთვული შეკავების მნიშვნელოვანი გამოცდა. ნატო ყველა მტერს ნათელ მესიჯს უგზავნის, რომ იგი ყველა მოკავშირეს დაიცავს“.

ნატოს ბირთვული წვრთნები, ყოველი წლის ოქტომბერში იმართება.

წლევანდელი წვრთნები მოიცავს ფრენებს საჰაერო სივრცეში დანიის, ინგლისისა და ჩრდილოეთის ზღვის თავზე, მასპინძელი ქვეყნების ბელგიისა და ნიდერლანდების გავლით.

მსგავსი სიახლეები

2024-10-15 12:48
მსოფლიო

​​​​​​​ნატოს ყოველწლიური ბირთვული წვრთნები "Steadfast Noon" დღეს იწყება

წვრთნებში, რომლის დროსაც დასავლეთ ევროპის თავზე მოხდება სასწავლო ფრენები, ბირთვული რაკეტების გადამზიდი აშშ-ს სამხედრო

2024-10-12 11:14
მსოფლიო

2024 წლის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელის ვინაობა ცნობილი გახდა

იაპონიაში ჰიროსიმასა და ნაგასაკიში 1945 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩამოგდებულ ბომბებს გადარჩენილების მიერ შექმნილი

2024-10-02 06:52
მსოფლიო

ირანი ისრაელს რაკეტებით უტევს

ისრაელის არმიის მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანიდან რაკეტები იქნა

2024-09-30 15:51
მსოფლიო

ფაშინიანი: „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება უკვე შესაძლებელი და ხელმისაწვდომია“

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, გაეროს წინა გამოსვლებში სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შესახებ

2024-09-25 14:48
მსოფლიო

სომხეთის მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზაციაზეა დამოკიდე

ვფიქრობ, რომ USAID-ის დახმარება სომხეთისთვის არის ნაბიჯი, რომელიც განპირობებულია სხვადასხვა ინტერესებით. თუ გავითვალისწინებთ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები