2024-09-28

19:28

სომხეთის მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზაციაზეა დამოკიდებული

მსოფლიო
25-09-2024 14:48

დღეს აშკარად შეინიშნება დასავლეთის ინტერესების ზრდა სომხეთის მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია იმასთან, რომ სომხეთში პოზიციას იკავებს პირი, რომელიც მხარს უჭერენ დასავლეთის არასამთავრობო ორგანიზაციები. სომხეთი, რომელმაც აზერბაიჯანთან ომი სამარცხვინო წაგებით დაასრულა, მოხვდა ჩიხში, საიდანაც გამოსავალი აღარ აქვს. ამავდროულად, სომხეთის ხელმძღვანელობას, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობა დაეძაბა, სჯერა, რომ ხსნა ამერიკასა და დასავლეთშია. ამიტომაც სომხეთი ელის დასავლეთისა და აშშ-ის დახმარებას. თუმცა არ ესმით, რომ გამოსავალი მდგომარეობიდან დამოკიდებულია მხოლოდ აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზაციაზე.

დღეს ნიკოლ ფაშინიანს სჯერა, რომ USAID-ის ხუთწლიანი დახმარების პაკეტის ორჯერ გაზრდა, ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაძევება, ასევე აშშ-დან იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვა ან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარება სერიოზულ დივიდენდებს მოუტანს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. არც ამ დახმარების გაზრდა და არც სხვა ღონისძიებები არ ემსახურება სომხეთის ეროვნულ ინტერესებს. USAID-ის დახმარება ნებისმიერ ქვეყანაში არ არის განკუთვნილი ეკონომიკური განვითარებისთვის, დემოკრატიის განვითარებისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისთვის ან ტერიტორიული მთლიანობისთვის. ეს მიზნად ისახავს, რომ ეს ქვეყნები დასავლეთისკენ ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების გზით ემსახურონ დასავლეთის ინტერესებს. ასეთ ვითარებაში კი მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე საუბარი ზედმეტია.

ვფიქრობ, რომ USAID-ის დახმარება სომხეთისთვის არის ნაბიჯი, რომელიც განპირობებულია სხვადასხვა ინტერესებით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ USAID-ის ხელმძღვანელი მონაწილეობს “ავრორას” პრემიების კომიტეტში, რომელიც ფინანსდება თვითგამოცხადებული რეჟიმის ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, რუბენ ვარდანიანის მიერ, სცენა უფრო ნათლად ჩანს. ეს კი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ USAID, რომელიც რეალურად ახორციელებს აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს, სომხურ ლობშია ჩაბმული.

აშშ-ის ასეთი არასერიოზული ქმედებები კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური საზღვრების განმარტებას გულისხმობს. იმიტომ რომ, როდესაც აზერბაიჯანის მიწები 30 წლის განმავლობაში ოკუპირებული იყო, აშშ-ს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა არ ახსოვდა და საზღვრების ხელშეუხებლობაზე იმდენად არ საუბრობდა, რამდენადაც დღეს საუბრობს სომხეთის საზღვრების ხელშეუხებლობაზე. პირიქით, სხვადასხვა საბაბით აჩერებდა აზერბაიჯანისთვის დახმარებებს.

აშშ სომხეთს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და განსაკუთრებით სამხედრო მხარდაჭერას უწევს, რაც ხელს უწყობს ამ ქვეყანაში რევანშისტული იდეების ზრდას. თუ აშშ-ს რეალური მშვიდობა სურს რეგიონში, უნდა შეწყვიტოს ცალმხრივად სომხეთის მხარდაჭერა. სერიოზული მხარდაჭერა უნდა გაუწიოს აზერბაიჯანის მიერ დეოკუპირებული ტერიტორიებისგან დანაღმული ტერიტორიების გაწმენდას. თუმცა აშკარაა, რომ არც ეს და არც აზერბაიჯანელების ყარაბაღში დაბრუნების უფლებები აშშ-ს დიდად არ ადარდებს.

დასავლეთის ქვეყნების რეგიონში სომხეთის ბასტიონად გადაქცევის მცდელობები, საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა სომხეთის მიმართ, ასევე უშუალოდ ვაშინგტონიდან კოორდინირდება.

საბოლოოდ ეს ყველაფერი უშედეგოა. თუ გავითვალისწინებთ, რომ სომხეთი ჯერ კიდევ არ გამოსულა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან და ევრაზიული კავშირიდან. სომხეთში განლაგებულია რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა, რუსეთ-სომხეთის ერთობლივი სამხედრო ჯგუფი და საჰაერო თავდაცვის ერთობლივი სისტემები ფუნქციონირებს. ბოლო დღეებში სომხეთის ხელისუფლება კვლავ აკეთებს რევერანსებს რუსეთის მიმართ. ეს კი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საბოლოოდ სომხეთი კვლავ რუსეთის ორბიტაზე დარჩება. აშშ კი დაზარალდება, რადგან შექმნილი დაძაბულობის გამო არც ერთი სახელმწიფო რეგიონში არ იქნება დაინტერესებული მჭიდრო თანამშრომლობით აშშ-თან.

დასასრულს აღვნიშნავ, რომ სანამ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის შეთანხმება არ იქნება გაფორმებული, სომხეთის დახმარება გამჭვირვალე უნდა იყოს და იარაღის მიწოდებას უნდა დაესვას წერტილი. სწორედ მშვიდობის შეთანხმების გაფორმებისა და ამ პირობების შესრულების საფუძველზე იქნება შესაძლებელი რეგიონის ხანგრძლივი მშვიდობა და განვითარება.

ხათაი აზიზოვი

AZƏRTAC-ის სპეციალური კორესპონდენტი

მსგავსი სიახლეები

2024-09-25 14:48
მსოფლიო

სომხეთის მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზაციაზეა დამოკიდე

ვფიქრობ, რომ USAID-ის დახმარება სომხეთისთვის არის ნაბიჯი, რომელიც განპირობებულია სხვადასხვა ინტერესებით. თუ გავითვალისწინებთ

2024-09-24 11:04
მსოფლიო

ალიევმა გააფრთხილა ქვეყნები, რომლებიც სომხეთს იარაღს აწვდიან

აზერბაიჯანის ეროვნული მეჯლისის მე-7 ვადის პირველ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის თავდაცვის

2024-09-22 11:54
მსოფლიო

SpaceX-ის Polaris Dawn მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე დაბრუნდა

ამგვარად, აიზეკმენთან ერთად SpaceX-ის ინჟინრების სარა გილისის, ანა მენონისა და პილოტ სკოტ პოტიტის 5 დღიანი მგზავრობა დასრულდა.

2024-09-20 14:38
მსოფლიო

სროლები რუსული კომპანიის ოფისში: დაიღუპა 2 ადამიანი

Wildberries-ის დამფუძნებელმა ტატიანა ბაკალჩუკმა შეიარაღებული კონფლიქტის დროს ტელეგრამზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ

2024-09-20 14:09
მსოფლიო

ევროკავშირი - ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმ

ჩვენ კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის მუდმივ სამხედრო ყოფნას,





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები