2025-10-18

19:34

ალიევმა გააფრთხილა ქვეყნები, რომლებიც სომხეთს იარაღს აწვდიან

მსოფლიო
24-09-2024 11:04

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიის საბრძოლო შესაძლებლობები გაიზარდა და აღჭურვილობის მიწოდება საჭირო დონე უზრუნველყოფილია. „სომხეთი საფრანგეთიდან იარაღს უფასოდ იღებს. ეს სერიოზული საკითხია. ის ვინც სომხეთს იარაღს აწვდის, უნდა იცოდეს, რომ ყველა იმ მოვლენაზე იქნება პასუხისმგებელი, რაც შეიძლება მოხდეს“. - დასძინა მან. 

აზერბაიჯანის ეროვნული მეჯლისის მე-7 ვადის პირველ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის თავდაცვის ინდუსტრიაზე ისაუბრა და თქვა: „ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიულ ქარხნებში ფართომასშტაბიანი მოდერნიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს. იწარმოება ახალი ტექნიკა, აღჭურვილობა, იარაღი და საბრძოლო მასალა. მრავალ უცხოელ პარტნიორთან ერთად შეიქმნა ახალი საწარმოო ობიექტები და მომდევნო რამდენიმე წელიწადში ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია კიდევ უფრო გაიზრდება. დღეს აზერბაიჯანი თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქციას ათეულობით ქვეყანაში გზავნის ექსპორტზე“.

მისივე თქმით, სომხეთთან საზღვარი გაძლიერებულია და დასძინა: „სომხეთიდან ნებისმიერ დროს შეიძლება ველოდოთ პროვოკაციას. სომხეთი იარაღდება და  ზოგიერთ ქვეყანასთან ერთობლივ წვრთნებს ატარებს. დასავლეთის ქვეყნებიდან სომხეთში იარაღი და საბრძოლო მასალა იგზავნება. ზოგიერთი დასავლური ქვეყნის მიზანია სომხეთის ჩვენდამი ნეგატიური განწყობილების შექმნა. რა თქმა უნდა, მათ სომეხი ხალხი არ აინტერესებთ. მათთვის სომეხი ხალხი მხოლოდ იარაღია, რათა აზერბაიჯანი მუდმივი ზეწოლის ქვეშ იყოს, საფრთხე შეუქმნას აზერბაიჯანს და სხვა მეზობლებს და ამით  საკუთარი ინტერესები დაცვას“.

აზერბაიჯანის ლიდერის განცხადებით, სომხეთი მიზანმიმართულად ახანგრძლივებს სამშვიდობო პროცესს, დროის მოგება სურს და დაამატა: „სომხეთი საფრანგეთისგან იარაღს უფასოდ იღებს. ეს სერიოზული საკითხია. მან ვინც სომხეთს იარაღს აწვდის, უნდა იცოდეს, რომ ყველა იმ მოვლენაზე იქნება პასუხისმგებელი, რაც შეიძლება მოხდეს. აზერბაიჯანის წინააღმდეგ ოფიციალურ ტერიტორიულ პრეტენზიებს ბოლო უნდა მოეღოს. სომხეთის კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს და ეუთოს მინსკის ჯგუფი უნდა დაიშალოს“.

 

ამის თაობაზე "ტრტ-ქართულიაქვეყნებს ინფორმაციას.

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები