SpaceX-ის Polaris Dawn მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე დაბრუნდა

SpaceX-ის Polaris Dawn მისიის გუნდმა, რომელშიც ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენი ჯარედ აიზეკმენიც იმყოფებოდა, კაცობრიობის ისტორიაში პირველი ტურისტული კოსმოსური გასეირნების მისია დაასრულა და დედამიწაზე დაბრუნდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2002 წელს ილონ მასკის მიერ შექმნილი SpaceX-ის Dragon-ის კაფსულით Polaris Dawn-ის ეკიპაჟი მექსიკის ყურის წყლებში, დრაი თორთუგეს რეგიონის მახლობლად აშშ-ს ფლორიდის შტატში დაეშვა.
პირველი ტურისტული გასეირნების შემდგომ აიზეკმენმა განაცხადა, რომ „მისია შესრულებულია”.
ამგვარად, აიზეკმენთან ერთად SpaceX-ის ინჟინრების სარა გილისის, ანა მენონისა და პილოტ სკოტ პოტიტის 5 დღიანი მგზავრობა დასრულდა.
აიზეკმენი და გილისი 264-ე და 265-ე ადამიანები არიან, ვინც კოსმოსში გაისეირნა.
SpaceX-მა, Polaris Dawn-ის მისიის ფარგლებში 10 სექტემბერს კაცობრიობის ისტორიაში პირველი კერძო ტურისტული გასეირნებისთვის რაკეტა Falcon 9 გაუშვა.
მისიის ფარგლებში, 12 სექტემბერს ჯერ აიზეკმენმა, შემდგომ კი გილისმა, დრაკონის კაფსულიდან თოკის დახმარებით კოსმოსში გასეირნება დაასრულეს.
Polaris Dawn-ის მისიის გუნდმა, რომელიც სამეცნიერო ექსპერიმენტებსაც ატარებდა, რადიაციული სარტყელის გასწვრივ ორბიტაზე შესვლით დედამიწის უმაღლეს ორბიტას მიაღწია.
ნანახია: 851
მსგავსი სიახლეები

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
clickss