2025-09-19

06:08

ვან გოგის ნახატში ფუნჯის შტრიხები ატმოსფერულ მოძრაობებს ემთხვევა

მსოფლიო
19-09-2024 17:36

ჰოლანდიელი მხატვრის ვინსენტ ვან გოგის (1853-1890) ნახატის "ვარსკვლავური ღამე" ფუნჯის შტრიხებს, ცხოვრებაში არსებულ ფიზიკურ მოძრაობებსა და ატმოსფერულ დინამიკას შორის მსგავსება დაადგინეს. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

მრავალ ჩინურ და ფრანგულ უნივერსიტეტთან და ორგანიზაციასთან, როგორიცაა შიამის უნივერსიტეტი და ლილის უნივერსიტეტი, პარტნიორობით ჩატარებულ კვლევაში ნაჩვენებია, რომ ვან გოგის ნახატი ფიზიკურ კაკონებს წარმატებით იმეორებს.

მკვლევარებმა, რომლებმაც ნახატზე არსებული 14 სპირალური სტრუქტურა შეისწავლეს, განაცხადეს, რომ „ვარსკვლავური ღამე”-ს ფუნჯის შტრიხები კოლმოგოროვის ტურბულენტობის თეორიასა ემთხვევა და ფუნჯის შტრიხების ადგილები და სიკაშკაშის თანაფარდობა ტურბულენტურ მოძრაობებს გამოსახავს.

მკვლევარების თქმით, ნახატზე არსებული ფუნჯის შტრიხები ფორმის, ენერგიისა და ზომის მიხედვით ატმოსფერულ მახასიათებლებს ბაძავს, რაც ჩვეულებრივი თვალით შეუმჩნეველია.

მკვლევარების თქმით, ნახატი Batchelor-ის სკალას შეესაბამება და ასევე ნახატზე არსებული სიკაშკაშის კოეფიციენტებიც პირდაპირპროპორციულია ამ მასშტაბის.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის შიდი ჰუანგის შეფასებით, ვინსენტ ვან გოგის ნახატში ასახული ტურბულენტობის „ზუსტად” გადმოცემა, შესაძლოა მხატვრის ღრუბლებისა და ატმოსფეროს შესწავლით იყოს განპირობებული.

კვლევა „AIP Publishing"ის ჟურნალში "Physics of Fluids"  გამოქვეყნდა.

მსგავსი სიახლეები

2025-09-18 11:11
მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

2025-09-17 16:28
მსოფლიო

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

2025-09-15 09:37
მსოფლიო

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

2025-09-12 11:42
მსოფლიო

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები