2024-09-19

20:01

Meta რუსულ მედია ქსელებს კრძალავს!

მსოფლიო
18-09-2024 09:58

Facebook-ის და Instagram-ის მფლობელმა კომპანია Meta-მ განაცხადა, რომ RT-ს და სხვა რუსული სახელმწიფო მედია ქსელებს აკრძალავს რა, გადაწყვეტილების მიზეზად მათი „უცხოური ჩარევის საქმიანობა“ დაასახელა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ამერიკულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Meta-ს მხრიდან საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „დეტალური განხილვის შემდეგ, გავაფართოვეთ ჩვენი მიმდინარე აღსრულება რუსული სახელმწიფო მედია საშუალებების წინააღმდეგ. ჩვენი გადაწყვეტილებით RT-ს და სხვა მედიასაშუალებებს აეკრძალებათ ჩვენი აპლიკაციების გამოყენება,  გლობალურად უცხოური ჩარევის აქტივობის გამო“.

ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 13 სექტემბერს განაცხადა, რომ სანქციები დაწესდა რუსეთის სახელმწიფო არხ RT-სთან დაკავშირებულ 3 ინსტიტუტსა და 2 პირის მიმართ, იმ მოტივით, რომ ისინი ეწევიან „დესტაბილიზაციის“ საქმიანობას უცხო ქვეყნებში და მნიშვნელოვან დახმარებას უწევდნენ მოსკოვს, უკრაინაში წარმოებულ ომთან მიმართებაში.

აშშ-ს დაზვერვამ დაასკვნა, რომ რუსეთი ცდილობდა ჩარეულიყო ქვეყანაში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში RT-ს და სხვა მედია ინსტიტუტების მეშვეობით, მოსკოვმა კი უარყო ბრალდებები არჩევნებში ჩარევის შესახებ.

მსგავსი სიახლეები

2024-09-19 17:36
მსოფლიო

ვან გოგის ნახატში ფუნჯის შტრიხები ატმოსფერულ მოძრაობებს ემთხვევა

მკვლევარებმა, რომლებმაც ნახატზე არსებული 14 სპირალური სტრუქტურა შეისწავლეს, განაცხადეს, რომ „ვარსკვლავური ღამე”-ს ფუნჯის

2024-09-19 13:42
მსოფლიო

ლიბანში ამჯერად რაციები ააფეთქეს!!!

ერთ-ერთი აფეთქება მოხდა იმ ადამიანების დაკრძალვის ცერემონიის დროს, რომლებიც გუშინდელი

2024-09-18 09:58
მსოფლიო

Meta რუსულ მედია ქსელებს კრძალავს!

ამერიკულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Meta-ს მხრიდან საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში

2024-09-17 17:24
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გამარჯვების გეგმის 90%-ზე მეტი უკვე დაწერილია

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გაკეთებულ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ისინი აგრძელებენ მუშაობას უკრაინის გამარჯვების

2024-09-17 11:37
მსოფლიო

მსოფლიოში ყველაზე ხნიერი კატა „როუზი“ 33 წლის ასაკში დაიღუპა

არაოფიციალური ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე ხნიერი კატის როუზის მეპატრონეს ბრისეთს, კატისთვის ამ სტატუსის მინიჭებისთვის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები