მსოფლიოში ყველაზე ხნიერი კატა „როუზი“ 33 წლის ასაკში დაიღუპა

ინგლისში, არაოფიციალური მონაცემების მიხედვით მსოფლიოში ყველაზე ხნიერი კატა „როუზი“ 33 წლის ასაკში დაიღუპა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ინგლისური გაზეთის The Sun-ის ინფორმაციით, ინგლისის ნორფოლკის რეგიონში მცხოვრებმა კატის მეპატრონემ ლილა ბრისეთმა საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, მან კატა როუზი 1990-იან წლებში შეიფარა და 33 წლის ასაკში კი გარდაეცვალა. ამ კატის ასაკი ადამიანის წლოვანებასთან შეფარდებით 152 წელი გამოდის.
არაოფიციალური ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე ხნიერი კატის როუზის მეპატრონეს ბრისეთს, კატისთვის ამ სტატუსის მინიჭებისთვის გინესის რეკორდებისთვის არ მიუმართავს.
გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით კი ინგლისში მცხოვრები 28 წლის ფლოსი მსოფლიოს ყველაზე მოხუცი კატის სტატუსის მფლობელია.
გინესის რეკორდების წიგნში შესულმა, მსოფლიოში ყველაზე მოხუცმა კატა ქრიმ პუფიმ კი 38 წელი იცოცხლა.
ნანახია: 815
მსგავსი სიახლეები

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის
ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს
დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა
პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა
პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა
clickss