2025-10-15

17:19

გაერო: „უკრაინის ომში 11 700 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“

მსოფლიო
11-09-2024 16:38

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) განაცხადა, რომ 11 700 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა უკრაინის ომში და მოუწოდა წევრი ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც ემზადებიან გენერალური ასამბლეის 79-ე სესიისთვის, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა უკრაინაში ომის დასასრულებლად. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით, ეკვადორისა და საფრანგეთის მოთხოვნით სხდომა გაიმართა.

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში ჯოის მსუიამ წევრ ქვეყნებს აცნობა, რომ უკრაინაში ვითარება უარესდება.

მსუიამ განაცხადა, რომ უკრაინის კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციების შედეგად 130 ათასი ადამიანი იძულებით მიგრაციაში წავიდა.

მსუიამ აღნიშნა, რომ აქაც განხორციელდა თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად განადგურდა.

„ყველა მხარემ უნდა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. რეგიონში სამხედრო აქტივობების ზრდა ამძიმებს ჰუმანიტარულ ოპერაციებს და საფრთხეს უქმნის შესაბამის სამუშაოებს. მიმდინარე წელს, 1,4 მილიარდი დოლარი იქნა შეტანილი უკრაინისთვის გამოცხადებულ ჰუმანიტარულ დახმარების ფონდში. რა თქმა უნდა ეს არასაკმარისია, რადგან 14,6 მილიონ ადამიანს ესაჭიროება დახმარება მთელ უკრაინაში“, განაცხადა მსუიამ.

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები