2024-09-16

22:54

ევროპის საბჭომ და ათმა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, ხელოვნური ინტელექტის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას ხელი მოაწერეს

მსოფლიო
06-09-2024 16:16

ევროპის საბჭომ და კიდევ ათმა სახელმწიფომ, მათ შორის აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ანდორამ, საქართველომ, ისლანდიამ, ნორვეგიამ, მოლდოვამ, სან-მარინომ და ისრაელმა ხელი მოაწერეს ევროპის საბჭოს ჩარჩოკონვენციას ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ.

როგორც ევროპის საბჭოს ვებგვერდზეა ნათქვამი, ეს არის პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ, რომელსაც სავალდებულო იურიდიული ძალა ექნება. დოკუმენტი, რომლის მიზანია ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენების „სრულ შესაბამისობაში მოყვანა ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიასთან და კანონის უზენაესობასთან“, ხელმოსაწერად ღიაა. დოკუმენტის ავტორები აცხადებენ, რომ შეთანხმება „ხელს შეუწყობს პროგრესსა და ინოვაციებს ხელოვნური ინტელექტის სფეროში“, ამავდროულად, ხელს შეუწყობს იმ საფრთხეების მართვას, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი შეიცავს.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა განმარტა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება „უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს და მათ ძირს არ უნდა უთხრიდეს“.

ჩარჩოკონვენცია შემუშავდა ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნისა და 11 არაწევრი სახელმწიფოს (არგენტინა, ავსტრალია, ვატიკანი, ისრაელი, კანადა, კოსტა რიკა, მექსიკა, პერუ, აშშ, ურუგვაი და იაპონია) თანამშრომლობით. დოკუმენტი არეგულირებს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას და ავალდებულებს მხარეებს, შეამოწმონ ასეთი ტექნოლოგიების გამოყენებისას ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვა ან დააწესონ აკრძალვა მათ გამოყენებაზე, თუ ამ მოთხოვნის უზრუნველყოფა შეუძლებელია.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს გარკვეული ზომების გატარებას, რათა ხელოვნური ინტელექტის სისტემები არ იყოს გამოყენებული დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების, ასევე ხელისუფლების დანაწილების, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პრინციპების შესარყევად.

მარტში კონვენცია დაამტკიცეს ევროპარლამენტის დეპუტატებმა, ხოლო მაისში დოკუმენტი მიიღეს ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა.

მსგავსი სიახლეები

2024-09-13 14:34
მსოფლიო

ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-ს გასცდა

აღნიშნული შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივი მედიასაშუალებები ქვეყნის კატასტროფების პრევენციისა და კონტროლის დეპარტამენტზე

2024-09-11 16:38
მსოფლიო

გაერო: „უკრაინის ომში 11 700 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში ჯოის მსუიამ წევრ ქვეყნებს აცნობა, რომ უკრაინაში ვითარება უარესდება.

2024-09-08 13:16
მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი რუსეთთან საბრძოლველად უკრაინას 650 მრავალფუნქციურ რაკეტას მიაწოდებს

ახალი რაკეტების მიწოდების შესახებ ხუთშაბათს გამოცხადდა, როდესაც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი დაესწრო

2024-09-06 16:50
მსოფლიო

აშშ-ში ლიცეუმში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ამის შემდეგ სკოლაში მისულმა პოლიციის ჯგუფებმა ინციდენტი შეიარაღებულ თავდასხმად შეაფასეს და მიმდებარე ტერიტორიაზე

2024-09-06 16:16
მსოფლიო

ევროპის საბჭომ და ათმა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, ხელოვნური ინტელექტის შესახებ ევროპის საბჭ

როგორც ევროპის საბჭოს ვებგვერდზეა ნათქვამი, ეს არის პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ,





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები