2025-10-16

11:08

კამალა ჰარისმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პირველი მიტინგი გამართა

მსოფლიო
24-07-2024 15:34

ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, რომელიც დემოკრატიული პარტიის კანდიდატი გახდა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კანდიდატურა მოხსნა, თავის პირველ საარჩევნო კამპანიაში 5 ნოემბერს გამართულ არჩევნებში გამარჯვების პირობა დადო. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" იტყობინება.

კამალა ჰარისმა უისკონსინში გამართულ მიტინგზე დემოკრატებს ბევრ თემაზე იმედი მისცა.

მან მადლობა გადაუხადა ბაიდენს ნდობისთვის და კანდიდატად წარდგენისთვის და განაცხადა, რომ არ გაუცრუებს ამ ნდობას და მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს რესპუბლიკელი კანდიდატის დონალდ ტრამპის დამარცხებით.

მისივე თქმით, უისკონსინი საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კრიტიკული შტატია და თვლის, რომ ისინი დაამარცხებენ ტრამპს ჯერ უისკონსინში, შემდეგ კი სხვა შტატებში.

"ჩვენი ბრძოლა არის მომავლისთვის, ჩვენი ბრძოლა არის თავისუფლებისთვის. დონალდ ტრამპს სურს ჩვენი ქვეყნის უკან სვლა". - თქვა კამალა ჰარისმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი გააგრძელებენ დემოკრატიული პრინციპების დაცვას ბევრ თემაზე, ეკონომიკიდან სოციალურ სფეროებამდე.

მან აღნიშნა, რომ დემოკრატიულმა პარტიამ მიაღწია საპრეზიდენტო კანდიდატურის მოსაპოვებლად საჭირო დელეგატების რაოდენობას და მადლობა გადაუხადა პარტიის ბაზას და ამომრჩევლებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა კვირას X-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ტოვებს საპრეზიდენტო არჩევნებს და მის ნაცვლად რეკომენდაციას უწევს ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს.

დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ოფიციალურად დასახელდება პარტიის ყრილობაზე, რომელიც ჩიკაგოში 19-22 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები