2024-09-08

03:51

დაძაბულობა რუსეთ-ამერიკას შორის ბარენცის ზღვაზე

მსოფლიო
23-07-2024 12:18

რუსეთმა გაუშვა რუსული სამხედრო თვითმფრინავები Mig-29 და Mig-31 მას შემდეგ, რაც დააფიქსირა აშშ-ს კუთვნილი ორი ბომბდამშენი B-52H ბარენცის ზღვაზე. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბარენცის ზღვაზე რუსეთის საჰაერო სივრცის საკონტროლო საშუალებებმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვართან მიახლოებული საჰაერო სამიზნეების ჯგუფი დააფიქსირეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების კუთვნილი საბრძოლო თვითმფრინავები Mig-29 და Mig-31  აფრინდნენ საჰაერო სამიზნის ვინაობის გასაგებად და სახელმწიფო საზღვრის დარღვევის თავიდან ასაცილებლად და „რუსული სამხედრო თვითმფრინავების ეკიპაჟებმა დაადგინეს, რომ საჰაერო სამიზნე იყო აშშ-ს საჰაერო ძალების კუთვნილი წყვილი B-52H სტრატეგიული ბომბდამშენი. რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიახლოებისას ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენები დაშორდნენ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარს“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული თვითმფრინავები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ აეროპორტებში და არ დაუშვეს საზღვრის დარღვევა. იქვე ნათქვამია: „რუსული სამხედრო თვითმფრინავების ფრენა განხორციელდა საჰაერო სივრცის გამოყენების საერთაშორისო წესებისა და უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით ნეიტრალურ წყლებზე“.

მსგავსი სიახლეები

2024-09-06 16:50
მსოფლიო

აშშ-ში ლიცეუმში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ამის შემდეგ სკოლაში მისულმა პოლიციის ჯგუფებმა ინციდენტი შეიარაღებულ თავდასხმად შეაფასეს და მიმდებარე ტერიტორიაზე

2024-09-06 16:16
მსოფლიო

ევროპის საბჭომ და ათმა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, ხელოვნური ინტელექტის შესახებ ევროპის საბჭ

როგორც ევროპის საბჭოს ვებგვერდზეა ნათქვამი, ეს არის პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ,

2024-09-06 16:08
მსოფლიო

ევროკავშირი გმობს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის „

„ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის

2024-09-06 12:17
მსოფლიო

"მპოქსის" ვირუსზე გაფრთხილება ევროპას!

რენდი-ვაგნერმა აღნიშნა, რომ აფრიკაში არის ხარვეზები მოხსენებისა და დიაგნოსტიკის პროცესში და თქვა: ”ჩვენ ვარაუდობთ, რომ აფრიკაში

2024-09-04 11:30
მსოფლიო

მეთიუ მილერი - საქართველოს მთავრობა განაგრძობს შემაშფოთებელი მიმართულებით მოძრაობას, გვაშფოთებს კანო

საქართველოს მთავრობა ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით განაგრძობს მოძრაობას. მიმართულებით, რომელიც ქვეყანას აშორებს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები