2024-07-04

12:59

ევროპული მემკვიდრეობის ჰაბის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულთა შორის საქართველოდან წარდგენილი პროექტებიც მოხვდა

მსოფლიო
01-07-2024 17:17

ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებულმა საპილოტე პროექტმა, ევროპული მემკვიდრეობის ჰაბმა მცირე გრანტების სქემაში ევროკავშირის 11 მეზობელი ქვეყნიდან წარდგენილ კულტურული მემკვიდრეობის პროექტთა შორის 14 გამარჯვებული გამოაცხადა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ მართულ ამ ინიციატივებს დაახლოებით 250,000 ევრო გამოეყოფათ. თანხა მცირე, საშუალო და მსხვილმასშტაბიან გრანტებად გადანაწილდება. 

მიმდინარე წლის იანვარში გამოცხადებული მცირე გრანტების სქემა ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში) სამოქალაქო საზოგადოების მიერ მართულ კულტურული მემკვიდრეობის პროექტებს უჭერს მხარს. მისი მიზანია, გააძლიეროს მათი შესაძლებლობები ევროპის მწვანე, ციფრული და სოციალური ტრანსფორმაციის შესაბამისად და ხელი შეუწყოს მშვიდობას, სტაბილურობას, დაზავებასა და კულტურათაშორის და რელიგიათაშორის დიალოგს. 2024 წლის იანვრიდან მარტამდე გამოცხადებულ კონკურსში 600 განაცხადი შევიდა. 

შერჩეული პროექტები გამოკვეთს ევროპული საზიარო კულტურული მემკვიდრეობის გადამწყვეტ როლს ევროკავშირის გაფართოების პროცესში. ეს ინიციატივები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობის განვითარება, საგანმანათლებლო აქტივობები, ინვენტარიზაცია, მონუმენტებისა და ძეგლების რუკების შედგენა და ომით განადგურებული ქალაქების აღდგენა. 

კონკურსში საქართველოდან წარდგენილი შემდეგი პროექტები შეირჩა:

  • თრუსოს ხეობის კულტურული მემკვიდრეობის გაციფრულება და ინვენტარიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია „ლომეკი“, საქართველო:

თრუსოს ხეობის ძეგლების შესანარჩუნებლად საჭიროა ტერიტორიის სრული ინვენტარიზაცია და მათთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სტატუსის მინიჭება. ძეგლებზე ციფრული წვდომისათვის შეიქმნება ვებსაიტი, სადაც მათზე არსებული ინფორმაცია განთავსდება. პროექტის განხორციელებასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროცესში ადგილობრივი თემი ჩაერთვება.

  • კავკასიის ტრადიციულ ნაგებობათა აღდგენა (CTBR), „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი:

საპილოტე პროექტის მიზანია, განავითაროს სამხრეთ კავკასიის ტრადიციული არქიტექტურა და ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება თიხისა და ხის მსგავსი მდგრადი მასალის გამოყენებას მიანიჭოს. ინიციატივა ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას, კულტურათაშორის კავშირს და ტრადიციულ სახლებში ცხოვრების ნორმალიზებას. ამას გარდა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ევროპული მდგრადი მეთოდოლოგიების გამოყენება, რაც რეგიონთაშორის თანამშრომლობის მაგალითიც გახდება.

სქემას ევროპული მემკვიდრეობის ჰაბის პროექტის ლიდერი, ევროპა ნოსტრა, ჰაბის კონსორციუმის სხვა წევრებთან თანამშრომლობით მართავს. ის ფონდის, ALIPH Foundation-ის მიერაა თანადაფინანსებული. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი 

მსგავსი სიახლეები

2024-07-04 11:19
მსოფლიო

გაერო: კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიომ მინიმუმ 2,8 ტრილიონი დოლარის ზარალი განიცადა

ტურკმა აღნიშნა, რომ მყინვარები დნება, ოკეანეები თბება, ტყეები იწვის და მდინარეები და ტბები შრება კლიმატის ცვლილების გამო და სამყაროს

2024-07-02 14:47
მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: „რუსეთი ღიაა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ყველა სახის დიალოგისთვის“

ჟურნალისტებთან საუბრის დროს კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი მზად უკრაინასთან შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებისთვის? პესკოვმა უპასუხა

2024-07-02 14:26
მსოფლიო

საქართველოს მრავალი ამერიკელი მეგობარი ჰყავს, აქედან ერთ-ერთმა ახლახან ოცდაათი წლის იუბილე აღნიშნა

ელჩი დანიგანი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ საიუბილეო ღონისძიებას ნიუ-იორკში დაესწრო და მადლობა გადაუხადა

2024-07-01 17:17
მსოფლიო

ევროპული მემკვიდრეობის ჰაბის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულთა შორის საქართველოდან წარდგენილი პროექტე

შერჩეული პროექტები გამოკვეთს ევროპული საზიარო კულტურული მემკვიდრეობის გადამწყვეტ როლს ევროკავშირის გაფართოების პროცესში. ეს ინიციატივები მოიცავს

2024-07-01 17:07
მსოფლიო

მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოციალურ მედიას აქტიურად იყენებს

ონლაინ ვიდეო გაზიარების პლატფორმა YouTube, რომელიც ეკუთვნის Google-ს, მეორე ადგილზეა სიაში. YouTube-ს მსოფლიოში 2,5 მილიარდი ადამიანი იყენებს.





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები