2024-06-28

06:43

ნატო უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს წლიური დახმარების წინადადებას აყენებს

მსოფლიო
17-06-2024 14:15

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან შესთავაზა ფინანსური ვალდებულება მოკავშირე ქვეყნებს, რაც მოიცავს უკრაინისთვის ყოველწლიურად მინიმუმ 40 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას იმ პერიდოის განმავლობაში, რამდენიც დასჭირდება. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის პირველი დღის სესიის ბოლოს იენს სტოლტენბერგმა პრესისთვის განცხადება გააკეთა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერაა, ამ ქვეყანას თითქმის მთელ სამხედრო მხარდაჭერას ნატოს მოკავშირეები უწევენ და რომ ახალი გეგმა ამ მხარდაჭერას მყარ საფუძვლებზე დააყენებს და უზრუნველყოფს პროგნოზირებადობას.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეების წლიური სამხედრო დახმარება უკრაინისთვის დაახლოებით 40 მილიარდ ევროს შეადგენს და ის სთავაზობს ამ თანხის მინიმალურ კრიტერიუმად განსაზღვრას და მისი უზრუნველყოფას მანამ, სანამ უკრაინას ეს სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

2024-06-26 19:09
მსოფლიო

ოკეანის ტემპერატურის მატებამ შეიძლება მყინვარების შეუქცევადი დნობა გამოიწვიოს

კვლევაში ნათქვამია, რომ ამ ვითარებამ გამოიწვია მყინვარში წყლის შეღწევამ ოკეანის ზედაპირთან კონტაქტში მყოფი ნაწილებიდან, წყლის შეღწევამ გაზარდა

2024-06-26 18:59
მსოფლიო

რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა მოხდა

განცხადებაში ნათქვამია: „კიევის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან 90 რუსი ჯარისკაცი იქნა გამოყვანილი. სანაცვლოდ, უკრაინის

2024-06-25 18:15
მსოფლიო

სერგეი ლავროვი ისევ დასავლეთს ადანაშაულებს

ლავროვმა განაცხადა, რომ ისინი გმობენ დასავლეთის ქვეყნების ქმედებებს, რამაც გამოიწვია უკრაინის კრიზისი და ევროპაში უსაფრთხოების

2024-06-21 11:40
მსოფლიო

ევროკავშირი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

საკითხს, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც გამოეხმაურა სოციალური ქსელის მეშვეობით და აღნიშნა, რომ ახალი სანქციების პაკეტი ხელს შეუშლ

2024-06-20 11:38
მსოფლიო

სომხეთი საფრანგეთისგან საარტილერიო სისტემა "კეისარს" შეისყიდის

ლეკორმუნ თავის X ანგარიშზე განაცხადა, რომ ისინი შეხვდნენ პაპიკიანს, ევროპის ყველაზე დიდი თავდაცვის ინდუსტრიის ღონისძიების Eurosatory-ის ფარგლებში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.8327
EUR: 3.031
GBP: 3.5842

კატეგორიები