აზერბაიჯანმა უკრაინას 40 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გაუწია

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ ომის მანძილზე უკრაინას 40 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
ჯეიჰუნ ბაირამოვი სიტყვით გამოვიდა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართულ „2024 წლის უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე“.
ბაირამოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ისინი მომხრენი არიან კონფლიქტის (რომელიც რუსეთთან 2022 წლიდან მიმდინარეობს) დასრულების და პრობლემის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე.
ბაირამოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუწია და დაამატა: „აზერბაიჯანმა უკრაინას 40 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გაუწია, მათ შორის იყო მედიკამენტები, საკვები და ელექტროენერგიის გენერატორები“.
ნანახია: 861
მსგავსი სიახლეები

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის
ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს
დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა
პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა
პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს
FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს
clickss