ფლორიდაში 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომა აიკრძალება

ამერიკის შეერთებული შტატების ფლორიდის შტატის გუბერნატორმა რონ დესანტისმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების წვდომის შეზღუდვას სოციალურ ქსელებზე. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
დესანტისმა გააკეთა განცხადება კანონის შესახებ, რომელიც კრძალავს 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელებში ანგარიშების გახსნას და საშუალებას აძლევს 14-15 წლის ბავშვებს მშობლების თანხმობით გახსნან ანგარიშები.
გუბერნატორმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელები ბავშვებს სხვადასხვა გზით დეპრესიით, თვითდაზიანების მიყენებით და თვითმკვლელობით აყენებს ზიანს ბავშვებს.
მანვე თქვა, რომ კანონი, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების ასაკობრივი გადამოწმების ფუნქციით პორნოგრაფიულ ვებგვერდებზე წვდომის აკრძალვას, მშობლებს შვილების დაცვის შესაძლებლობას მისცემს.
კანონი, სავარაუდოდ, 2025 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.
25 იანვარს, ფლორიდის შტატის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავდა 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელის გამოყენებას, მშობლის თანხმობის მიუხედავად, მაგრამ დესანტისმა კანონპროექტს ვეტო დაადო იმ მოტივით, რომ იგი არღვევდა მშობლის უფლებებს.
ნანახია: 814
მსგავსი სიახლეები

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის
ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს
დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა
პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა
პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა
clickss