2025-09-17

23:46

ევროკავშირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა

მსოფლიო
27-03-2024 14:22

26 მარტს ევროკავშირის საბჭომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალი ხელმძღვანელი დანიშნა.

გენერალ-მაიორი ბეტინა ბუგანი ამ თანამდებობას 2024 წლის 21 მარტიდან 2024 წლის 14 დეკემბრამდე დაიკავებს. ის საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ოფიცერია და საერთაშორისო ურთიერთობებსა და სტაბილიზაციის მისიებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 

მას გაეროში, საფრანგეთის ჟანდარმერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე უმუშავია. ახალ პოსტზე დანიშვნამდე ბეტინა ბუგანი MINUSMA-ს (გაეროს მრავალგანზომილებიანი ინტეგრირებული სტაბილიზაციის მისია მალიში) პოლიციის კომისრის რანგში მუშაობდა კონფლიქტების პრევენციის, მედიაციისა და მშვიდობის შენარჩუნების საკითხებზე მგრძნობიარე პოლიტიკურ და უსაფრთხოების კონტექსტში. 

ბეტინა ბუგანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დიმიტრიოს კარაბალისს შეცვლის.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების 200-ზე მეტი დამკვირვებლისგან შედგება. მისია ქვეყანაში 2008 წლის ოქტომბერში გამოიგზავნა — მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით მოეწერა ხელი 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიან შეთანხმებას და შემდგომ 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების შეთანხმებას, რომლებმაც საქართველოსა და რუსეთს შორის ომი დაასრულა. 

მისიის მანდატი მოიცავს სტაბილიზაციას, ნორმალიზაციას და ნდობის აღდგენას, ასევე ანგარიშგებას ევროკავშირის წინაშე, ინფორმირებული ევროპული პოლიტიკის შესამუშავებლად და  ევროკავშირის რეგიონში ჩართულობის უზრუნველსაყოფად. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

გენერალ-მაიორ ბეტინა ბუგანის ბიოგრაფია

მსგავსი სიახლეები

2025-09-17 16:28
მსოფლიო

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

2025-09-15 09:37
მსოფლიო

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

2025-09-12 11:42
მსოფლიო

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

2025-09-12 00:32
მსოფლიო

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები