ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები PSP ფარმას GDP სტანდარტის სერტიფიცირებულ საწყობს ესტუმრენ

29 აპრილს PSP ფარმას სადისტრიბუციო საწყობს ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები ესტუმრენ!
PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი. „Good Distribution Practice“ – „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ სტანდარტის დაცვა უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალებების გარანტირებული ხარისხის შენარჩუნებას მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე, საწარმოდან აფთიაქამდე და საბოლოოდ მომხმარებლამდე.
EBA ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს ევროპულ ბიზნესებს საქართველოში და პროაქტიულად არის ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც ხელს უწყობს ინვესტიციებისა და ბიზნესის განვითარებისთვის ღია და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას.
ევროპული ბიზნეს ასოციაცია საქართველოში 2017 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს 100-ზე მეტი წევრ კომპანიას, მათ შორის არიან სხვადასხვა სექტორის მსხვილი კომპანიები, როგორიცაა საბანკო საქმე, აუდიტი, მედიცინა, ფარმაცია, დაზღვევა, ტურიზმი, სტუმართ-მასპინძლობა, სამართალი, სოფლის მეურნეობა, წარმოება და ა.შ., ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს.
ასოციაციის წევრი კომპანიების წარმოამდგენლებმა და ასოციაციის მმართველმა გუნდმა დაათვალიერეს PSP ფარმას საწყობი. PSP-ს ადმინისტრაციულმა დირექტორმა, მამუკა ბრეგვაძემ სტუმრებს გააცნოსაწყობის სტრუქტურა, მედიკამენტების და პარაფარმაცევტული პროდუქტების მიღება, დახარისხება, დასაწყობება, შეკვეთის ფორმირება, კონტროლი და გაცემის პროცესების მართვის სისტემები და პრინციპები; ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დანერგილ ციფრულ და თანამედროვე ტექნოლოგიურ ინოვაციები, საწყობის GDP სტანდარტის შესაბამისად მოწყობისა და მართვის მეთოდები. PSP-ს ადმინისტრაციული დირექტორის მოადგილემ გიორგი გლუნჩაძემ სტუმრებს მოკლედ კომპანიის 30 წლიანი ისტორია და მიღწევები გააცნო.
სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს საერთაშორისო სტანდარტით მოწყობას, საწყობის ციფრულ და ტექნოლოგიურ აღჭურვას. ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ჯონ ბრაეკეველდტმა ხაზი გაუსვა, რომ „ევროპული სტანდარტების და ღირებულებების დანერგვა მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, მომხმარებლებისთვის, რადგან ამ საწყობის დათვალიერებით ჩვენ დავრწმუნდით, რომ მომხამრებელი უსაფრთხო პროდუქტს იღებს.“
უკვე 30 წელია, PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელზე ზრუნვა და მისთვის ჯანმრთელობისა და სილამაზის გარანტირებული ხარისხის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა. ამის უზრუნველსაყოფად, მუდმივად ხდება ფიზიკური, გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გამარტივება, პროცესების სრულყოფა, საერთაშორისო წარმატებული გამოცდილების გაზიარება. ამის დასტურია GDP სტანდარტის შესაბამისობაზე მეორედ წარმატებით გავლილი საკონტროლო აუდიტი და შესაბამისობის სერტიფიკატის კვლავ მინიჭება.
ნანახია: 146
მსგავსი სიახლეები

ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები PSP ფარმას GDP სტანდარტის სერტიფიცირებულ საწყობს ესტუმრენ
ევროპული ბიზნეს ასოციაცია საქართველოში 2017 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს 100-ზე მეტი

ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP -ს ექსკლუზიური პარტნიორის იტალიური ბრენდის Curasept-
სტუდენტური კონკურსის ფარგლებში IV-V კურსის სტუდენტებისთვის პაროდონტოლოგიის ძირითადად

საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებ
დღეიდან, 22 აპრილიდან, ლოქერით მოსარგებლე მომხმარებელს 50 ლარიან შენაძენზე ლოქერში

ექიმმა ჰემატოლოგებმა და პაციენტებმა ჰემოფილიის მკურნალობის შედეგებზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს
ღონისძიება გაიხსნა ემოციური ვიდეორგოლით, რომელმაც წარმოაჩინა მკაფიო სხვაობა პაციენტების ცხოვრების

ჰემოფილიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება
შეხვედრას წარუძღვება ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტი რომანოზ ხომასურიძე, რომელიც
clickss