2025-04-29

15:10

საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან

ჯანდაცვა
22-04-2025 10:12

PSP მომხამრებელს მუდმივად ინოვაციური პროექტებითა და სასარგებლო სიახლეებით ანებივრებს. სულ ცოტა ხნის წინ, კომპანიამ დანერგა პირველი ლოქერი ფარმაციაში და  ონლაინ მომხმარებლებს შოპინგის ახალი, კომფორტული მომსახურება შესთავაზა. მომხმარებლების დიდი დაინტერესებას კომპანია მრავალფეროვანი წამახალისებელი აქციებით ეხმაურება.

დღეიდან, 22 აპრილიდან, ლოქერით მოსარგებლე მომხმარებელს 50 ლარიან შენაძენზე ლოქერში შეკვეთასთან ერთად, PSP-ს საჩუქარი დახვდება. საჩუქრების მარაგის ამოწურვის შემდეგ კონკრეტულად Sebamed-ის პროდუქტების შეძენისას გერმანული ბრენდის სასაჩუქრე ნაკრებით გაგრძელდება.

პირველი PSP-ლოქერი ფარმაციაში არის თანამედროვე თვითმომსახურების სისტემა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეკვეთილი პროდუქცია აფთიაქში შესვლისა და რიგში დგომის გარეშე მიიღოს.  

ონლაინ შეკვეთის მისაღებად კონკრეტული მისამართის მითითება და ლოდინი არ სჭირდებათ; www.psp.ge საიტზე ან PSP აპლიკაციით შეკვეთილ პროდუქტებს მომხმარებელი სასურველ დროს, რიგის და ფარმაცევტთან კონტაქტის გარეშე იღებს და PSP ლოქერით უფასოდ სარგებლობს. ლოქერით მოსარგებლე ონლაინ მომხმარებელი SMS-ის სახით მიღებული ბარკოდით არა მხოლოდ შეკვეთილ პროდუქტებს, ახლა უკვე საჩუქრებსაც მიიღებს.  

PSP 30 წელია მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებულ ინოვაციებს ნერგავს. პირველი ონლაინ აფთიაქი საქართველოს მოსახლეობას უკვე 10 წელზე მეტია შესთავაზა. წლების განმავლობაში იზრდებოდა მომხმარებლების დაინტერესება. დღეს ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, მომხმარებელი ირჩევს სწრაფ და მოქნილ მომსახურებას, ამჯერად უკევ საჩუქრებთან ერთად.  

#აიღე შეკვეთა 10 წამში - პირველი ლოქერი ფარმაციაში

 

მსგავსი სიახლეები

2025-04-28 10:52
ჯანდაცვა

ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP -ს ექსკლუზიური პარტნიორის იტალიური ბრენდის Curasept-

სტუდენტური კონკურსის ფარგლებში IV-V კურსის სტუდენტებისთვის პაროდონტოლოგიის ძირითადად

2025-04-22 10:12
ჯანდაცვა

საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებ

დღეიდან, 22 აპრილიდან, ლოქერით მოსარგებლე მომხმარებელს 50 ლარიან შენაძენზე ლოქერში

2025-04-17 11:58
ჯანდაცვა

ექიმმა ჰემატოლოგებმა და პაციენტებმა ჰემოფილიის მკურნალობის შედეგებზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს

ღონისძიება გაიხსნა ემოციური ვიდეორგოლით, რომელმაც წარმოაჩინა მკაფიო სხვაობა პაციენტების ცხოვრების

2025-04-11 13:18
ჯანდაცვა

ჰემოფილიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება

შეხვედრას წარუძღვება ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტი რომანოზ ხომასურიძე, რომელიც

2025-04-10 10:40
ჯანდაცვა

PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი

მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებში, 2022 წლიდან უკვე საქართველოშიც, ფარმაცევტული პროდუქციის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები