PSP-ს ბლოგი: როგორ დავაფიქსიროთ მაკიაჟი მთელი დღის განმავლობაში?

სრულყოფილი მაკიაჟი დიდი შრომის შედეგია, მაგრამ რამდენად ხშირად გვიწევს მისი განახლება დღის განმავლობაში? მაკიაჟის ფიქსატორი ამ პროცესის გადამწყვეტი ელემენტია — ის არა მხოლოდ ახანგრძლივებს მაკიაჟის მდგრადობას, არამედ იცავს მას გარემოს ზემოქმედებისგან. ეს პროდუქტი ახლა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია პროფესიონალური და ყოველდღიური მაკიაჟის რუტინაში.
უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, მისი ფუნქციაა მაკიაჟის ფენების „ჩაკეტვა“, რაც ხელს უშლის ფერის გადასვლას ან კონტურების დეფორმაციას. ასე ვთქვათ, ერთგვარ დამცავ ფენას ქმნის კანზე, რაც უფრო მდგრად და ჯანსაღ იერს უზრუნველყოფს. შესაბამისად, ფიქსატორი განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა აქტიური დღის რეჟიმი გაქვთ ან რაიმე მნიშვნელოვან საღამოს ესწრებით.
ამასთან, კარგი მაკიაჟის ფიქსატორი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს:
- ხანგრძლივი ეფექტი;
- მსუბუქი ფორმულა;
- შეესაბამება კანის ტიპს;
- გააჩნია დამცავი კომპონენტები გარემოს დაბინძურებისა და UV სხივებისგან;
- ატენიანებს კანს;
- უნივერსალურია და ეფექტურად აფიქსირებს როგორც ყოველდღიურ, ისე პროფესიონალურ მაკაიჟს.
მაკიაჟის საუკეთესო ფიქსატორები
- Missha-ს მაკიაჟის დასაფიქსირებელი სპრეი — მისშას მაკიაჟის დასაფიქსირებელი სპრეი უზრუნველყოფს მაკიაჟის ხანგრძლივ მდგრადობას და ბუნებრივ იერს. ის ქმნის მსუბუქ დამცავ ფენას, რომელიც მაკიაჟს გარემოს ზემოქმედებისგან იცავს — მათ შორის სიცხისგან, ტენიანობისა და მტვრისგან. თანაც სპრეი მსუბუქი ტექსტურისაა, რაც კანზე კომფორტულ შეგრძნებას ტოვებს და არ იწვევს წებოვან ეფექტს.
პროდუქტი სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ მაკიაჟი იყოს მდგრადი, ხოლო კანი გამოიყურებოდეს ჯანსაღად და ბზინვარედ. ამასთან, Missha-ს მაკიაჟის ფიქსატორი ერთნაირად იდეალურია ყოველდღიური და პროფესიული მაკიაჟისთვის, როდესაც ხანგრძლივი ეფექტი და ბუნებრივი იერის მიღება გსურთ.
- Essence-ის მაკიაჟის ფიქსაციის სპრეი instant matt — ეს მაკიაჟის ფიქსატორი ცხიმიანი კანისთვის იდეალურია, რადგან მატირების ეფექტით გამოირჩევა; შესაბამისად, ზედაპირზე ზედმეტი ბზინვარება არ გამოჩნდება. ასევე, მისი მსუბუქი, გამჭვირვალე ფორმულა გამდიდრებულია აქტიური ინგრედიენტების ბუნებრივი კომპლექსით, რაც კანს სიგლუვესა და ბუნებრივ იერს ანიჭებს.
პროდუქტი ვეგანურია და არ შეიცავს ალკოჰოლს, რაც მას შესაფერისს ხდის მგრძნობიარე კანისთვისაც.
- Catrice-ის საფიქსაციო სპრეი — უზრუნველყოფს მაკიაჟის ხანგრძლივ მდგრადობასა და ბუნებრივ იერს. მისი მსუბუქი ფორმულა ქმნის დამცავ ფენას, რომელიც იცავს მაკიაჟს გარემოს ზემოქმედებისგან, როგორიცაა სიცხე, ტენიანობა და მტვერი. სპრეი სწრაფად შრება და არ ტოვებს წებოვან შეგრძნებას კანზე.
პროდუქტი ვეგანურია და არ შეიცავს პარაბენებს, რაც მას შესაფერისს ხდის მგრძნობიარე კანისთვისაც.
ნანახია: 542
მსგავსი სიახლეები

ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები PSP ფარმას GDP სტანდარტის სერტიფიცირებულ საწყობს ესტუმრენ
ევროპული ბიზნეს ასოციაცია საქართველოში 2017 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს 100-ზე მეტი

ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP -ს ექსკლუზიური პარტნიორის იტალიური ბრენდის Curasept-
სტუდენტური კონკურსის ფარგლებში IV-V კურსის სტუდენტებისთვის პაროდონტოლოგიის ძირითადად

საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებ
დღეიდან, 22 აპრილიდან, ლოქერით მოსარგებლე მომხმარებელს 50 ლარიან შენაძენზე ლოქერში

ექიმმა ჰემატოლოგებმა და პაციენტებმა ჰემოფილიის მკურნალობის შედეგებზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს
ღონისძიება გაიხსნა ემოციური ვიდეორგოლით, რომელმაც წარმოაჩინა მკაფიო სხვაობა პაციენტების ცხოვრების

ჰემოფილიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება
შეხვედრას წარუძღვება ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტი რომანოზ ხომასურიძე, რომელიც
clickss