2025-03-12

05:56

AHF საქართველოში: 4 კომპონენტიანი ტესტირება, რომელიც საშუალებას იძლევა, გაიგო პასუხი აივ ინფექციაზე, C და B ჰეპატიტებსა და სიფილისზე

ჯანდაცვა
24-02-2025 16:29

2025 წლის 20 იანვრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფექცია/შიდის 11 000-მდე  შემთხვევაა აღრიცხული. აქედან 2 333 პირი გარდაცვლილია. ამის შესახებ თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ გამართულ მედიასემინარზე შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს პროგრამის მენეჯერმა ნინო ხეთაგურმა განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირებულთაგან 721 პაციენტი დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდანაა.

„ინფექციის გავრცელების არელის მიხედვით, თბილისი ლიდერობს. მეორე ადგილზეა აჭარა, მესამეზე -- სამეგრელო, მეოთხეზე -- იმერეთი. დაავადება, ძირითადად, რეპროდუქციული ასაკის მოქალაქეებში ვლინდება. ინფიცირებულთა უმეტესობა მამაკაცია“, -- აღნიშნა ნინო ხეთაგურმა.

მისივე ინფორმაციით, შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა (AHF საქართველო) თბილისში 2018 წლიდან საქმიანობს და მოსახლეობას ინდივიდზე ორიენტირებულ ტესტირებას სთავაზობს.

ცნობისათვის, შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს ფილიალში (AHF საქართველო), რომელიც უკვე მეექვსე წელია ფუნქციონირებს, ნებისმიერ მსურველს, მათ შორის ახალგაზრდებს, შეუძლიათ უფასოდ და ანონიმურად ჩაიტარონ  4 კომპონენტიანი ტესტირება, რომელიც საშუალებას იძლევა, სულ რაღაც, 10 წუთში გაიგო პასუხი  აივ ინფექციაზე, C  და B ჰეპატიტებსა და სიფილისზე. ტესტირება სწრაფი, ანონიმური და უფასოა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, AHF საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს  რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ახალგაზრდებში  საინფორმაციო შეხვედრების, ტრენინგების,  უფასო ანონიმური კონსულტაციებისა და Facebook-ის გვერდზე საინფორმაციო პოსტების განთავსების გზით.

როგორც ამავე ორგანიზაციის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორმა მარიამ ნათაძემ აღნიშნა, ანტირეტროვირისული მკურნალობის დროს ინფიცირებული პირი ინფექციას აღარ ავრცელებს. ამასთან, მას შემდეგ, რაც საქართველოში შესაბამისი მკურნალობა დაიწყო, აივინფიცირებული ბავშვი არ დაბადებულა.

“დაავადების პრევენციასა და მკურნალობას ხელს სტიგმა და დეზინფორმაცია უშლის. ამიტომაც, ჩვენი უმთავრესი მიზანი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ახლაგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა”, -- თქვა მარიამ ნათაძემ.

სპეციალისტები მოსახლეობას შეახსენებენ, რომ აივ ინფექცია/შიდსი არ გადადის ხელის ჩამორთმევით, კოცნით, საერთო ჭურჭლის გამოყენებით, საცურაო აუზიდან და ა.შ.

დაავადების გავრცელების პირველ ეტაპზე საქართველოში, ძირითადად, ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებლები ინფიცირდებოდნენ. ამჟამად კი მისი გადაცემის წამყვანი მიზეზი ჰეტეროსექსუალური გზაა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, AHF საქართველოში ფუნქციონირებს ახალგაზრდული ცენტრი, რომლის მიზანია ახალგაზრდებს  შეუქმნას უსაფრთხო, კომფორტული სივრცე, დაეხმაროს მათ ჯანსაღი ჩვევების ფორმირებასა და  პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში,  ერთობლივი შემეცნებითი აქტივობებით ხელი შეუწყოს თვითშეფასებისა და თვითრწმენის გაძლიერებას.

„AHF საქართველოს ახალგაზრდულ ცენტრში მოზარდებსა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ინფორმაცია სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, აივ ინფექციასა და სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე. რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების ცოდნა მოზარდებსა და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები, თავიდან აიცილონ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და შეამცირონ ნაადრევი ქორწინების რისკი,“ - განმარტავს  AHF საქართველოს ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი, მარიამ ნათაძე.

შეხვედრის დასასრულს სპეციალისტებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

უფასო და ანონიმური ტესტირებისა და უფასო კონსულტაციისთვის აივ/შიდსზე, სგგი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე მიმართეთ AHF საქართველოს ტესტირების ცენტრს, მისამართზე: თბილისი, მარი ბროსეს ქ. 2 ან დაუკავშირდით: +995 32 2 228040. ვებ.გვერდი: freeHIVtest-ge.org

მსგავსი სიახლეები

2025-03-07 15:50
ჯანდაცვა

PSP-ს ბლოგი: შეარჩიე საუკეთესო საჩუქარი ქალთა დღისთვის — იზრუნე შენი საყვარელი ადამიანის სილამაზეზე

ეს სასაჩუქრე ნაკრები იდეალური არჩევანია ქალებისთვის, რომლებსაც კანის პროფესიონალურად მოვლა

2025-03-03 14:21
ჯანდაცვა

„მეტი ვიდრე წარმოგიდგენია“ - 28 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს მეთექვსმეტედ

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 28 თებერვლის საღამოს თბილისის ანძა ამ დღის აღსანიშნავ ფერებში განათდა

2025-02-27 16:40
ჯანდაცვა

„მეტი ვიდრე წარმოგიდგენია“ - 28 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს მეთექვსმეტედ

ღონისძიებას დაესწრებიან ექიმები, პაციენტები, პაციენტების ოჯახის წევრები, სამთავრობო სექტორისა

2025-02-26 15:42
ჯანდაცვა

ავერსის ბლოგი: როგორ შევინარჩუნოთ ენერგია მთელი დღის განმავლობაში?

თუ თავს ხშირად გამოიჭერ დროის სიმცირეზე წუწუნში, გახსოვდეს: მეტი ენერგია მეტ დროზე

2025-02-24 16:29
ჯანდაცვა

AHF საქართველოში: 4 კომპონენტიანი ტესტირება, რომელიც საშუალებას იძლევა, გაიგო პასუხი აივ ინფექციაზე,

მისივე ინფორმაციით, შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა (AHF საქართველო)





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები