2024-12-30

21:16

თანამედროვე მკურნალობა, რომელიც მხედველობის გაუმჯობესებას და დაზიანების პროგრესირების შეჩერებას უზრუნველყოფს

ჯანდაცვა
15-11-2024 16:38

პირველივე პროცედურის შემდეგ მივიღე გაუმჯობესება. მხედველობა ისე გაუმჯობესდა, რომ უკვე დამოუკიდებლად ვახერხებ გადაადგილებასისევ შევძელი ოჯახში ფუსფუსი და შვილიშვილების მოსიყვარულება. ჩემი ფინანსური შესაძლებლობით ვერასდროს მოვახერხებდი თანამედროვე, ინოვაციური  პრეპარატის შეძენას", - ეს სიტყვები აჭარელ შუშანა სურმანიძეს ეკუთვნის, რომელიც ერთ-ერთი პირველია, ვისზეც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამა გავრცელდა. მას რამდენიმე პროცედურის ჩატარებისთანავემხედველობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

ქალბატონ შუშანას  შაქრიანი დიაბეტის გამო,  მხედველობა ისე ჰქონდა  დაქვეითებული, რომ დამოუკიდებლად გადაადგილება და ოჯახის წევრების გარჩევაც კი უჭირდა.

იმას, თუ რამდენად ბევრ ადამიანს ეხება ეს პრობლემა, „და ვინჩის კლინიკის“ ექიმის ოფთალმოლოგის თეკლა მამაგეიშვილის მიერ მოყვანილი მონაცემები ადასტურებს, რომელთა თანახმად, დიაბეტის მქონე პაციენტების 60%-ს მხედველობასთან დაკავშირებული დაავადებები უვითარდება. 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  შეფასებით, თვალთან დაკავშირებული გართულებები ყოველ მერვეს უფიქსირდება.

ოფთალმოლოგი ამბობს, რომ რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა, რასაც დროული და ადეკვატური მკურნალობა უნდა მოჰყვეს.

„დიაბეტის მქონე ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ესაა მუდმივად პროგრესირებადი დაავადება. ის არ უნდა დაელოდოს მხედველობის გაუარესებას და როგორც კი შაქრიანი დიაბეტი დაუდასტურდება, ენდოკრინოლოგის შემდეგ  ოფთალმოლოგს მიმართოს. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ ასაკობრივ დეგენერაციას, რომლის რისკიც 50 წელს გადაცილებულებში იმატებს. რაც შეეხება სიმპტომებს, ესაა ლაქების გაჩენა, ელვები თვალის წინ, როცა ადამიანი სინათლიდან სიბნელეში გადაადგილდება. ასეთი „ელვა“ არაფერში აგვერევა. როგორც კი ასეთი სიმპტომები ჩნდება, მაშინვე განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ, რადგან პროცესი არ ჩერდება, ვითარდება და სიმპტომები ღრმავდება: ადამიანს უჭირს წერა-კითხვა და სრულიად ჯანმრთელმა, შესაძლოა, მუშაობასაც კი თავი დაანებოს.

დაავადება იწყება იმით, რომ იბრიცება სწორი ხაზები, იცვლება გამოსახულების ფორმები და კითხვის დროს ხდება გარკვეული ასოების ამოვარდნა.

თუ ლაქები მცურავია, ეს ნაკლებად საშიშია, მაგრამ თუ ისინი ფიქსირებულია და მხედველობის ველიდან გარკვეული სეგმენტები ამოვარდნილია, ეს უკვე რთულ ვითარებაზე მიგვითითებს. პროცესი ნერვული უჯრედენის დონეზე მიმდინაეობს, რომელსაც ვერ ჩავანაცვლებთ. ამიტომ საჭიროა არა ქირურგიული ჩარევა, არამედ - მედიკამენტოზური მკურნალობა,“- განმარტავს ოფთალმოლოგი.

 

ექიმისადმი დროული მიმართვიანობა, დროული და ადეკვატური მკურნალობის დაწყებისთვისაა აუცილებელი. თანამედროვე მკურნალობა, რომელიც მოიცავს თვალშიდა ინექციებს, უზრუნველჰყოფს  მხედველობის გაუმჯობესებას და დაზიანების პროგრესირების შეჩერებას.  აღნიშნული მკურნალობა საქართველოშიც ხელმისაწვდომია თუმცა სირთულეს ინოვაციური მკურნალობის ფინანსრური ხელმისაწვდომობა წარმოადგენს, ვინაიდნა ამ ეტაპზე მხოლოდ აჭარის რეგიონში მაცხოვრებელი პაციენტებისთვის არის შექმნილი პროგრამა, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში მაცვხოვრებლებისტვის  არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა რომლითაც პაციენტები ისარგებლებდნენ.  

სახელმწიფოს მხარდაჭერა კი, ათასობით ადამიანს სჭირდება. თვალის 100-ზე მეტი დაავადება არსებობს, რომლებიც, შესაძლოა, მხედველობის გაუარესების ან დაკარგვის მიზეზი გახდეს. მათგან აღსანიშნავია ასაკობრივ მაკულარული დეგენერაცია და დიაბეტურ მაკულარული შეშუპება. სახელწოდებებიდანაც ჩანს, რომ პირველი მათგანის განვითარება ასაკს უკავშირდება, მეორის კი - დიაბეტს. ასე რომ, მხედველობის დაკარგვის რისკის ქვეშ ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს.

"თვალის ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობა ახალი თაობის ძვირადღირებული ანტიანგიოგენური მედიკამენტებით" - ასე ჰქვია პროგრამას, რომელმაც სტატიის დასაწყისში ნახსენებ შუშანა სურმანიძეს და მასთან ერთად აჭარაში მცხოვრებ ათეულობით ადამიანს პრაქტიკულად სრულფასოვანი ცხოვრება დაუბრუნა. საქართველოს მასშტაბით სწორედ აჭარაში შეიქმნა პირველი პრეცედენტი, როცა საბიუჯეტო დაფინანსებით თვალის რთული დაავადებების სამკურნალო პროგრამა ამოქმედდა.

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ბადურის მძიმე დაავადებების (დიაბეტური რეტინოპათია, მაკულარული შეშუპება ბადურის ვენის ოკლუზიის გამო, მიოპიური ქოროიდული ნეოვასკულარიზაცია, ნეოვასკულარული ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაცია და სხვა) მკურნალობის დაფინანსებას ახალი თაობის ანტიანგიოგენური პრეპარატების ინტრავიტრეალური ანუ თვალში ინექციის გზით.

მოსარგებლეები არიან ბადურის მძიმე დაავადების მქონე, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად არიან რეგისტრირებულნი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში. მომსახურება უფინანსდებათ სრულად, წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით.     

ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობის დაფინანსება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2023 წელს დაიწყო. საწყის ეტაპზე სამედიცინო მომსახურება უფინანსდებოდა შშმ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენდა 200 000-ს. გასული წლის ივლისიდან პროგრამის მოსარგებლეთა არეალი გაფართოვდა და დაფინანსებით სარგებლობა უკვე შშმ პირებმა და 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველმა ყველა მოქალაქემ მიიღო. 2024 წლიდან კი ძვირადღირებული მკურნალობა უფინანსდება ყველა მოქალაქეს, ვისაც ზემოაღნიშნული დიაგნოზი აქვს.

 

მსგავსი სიახლეები

2024-12-27 14:54
ჯანდაცვა

PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას აღვიქვამთ, როგორც თავისუფალ ბიზნესზე მორიგ ზეწოლას და

პოსტსაბჭოთა სივრცეს, რუსეთის ლოჯისტიკური საწყობებიდან, ამარაგებდა მრავალი დასავლური კომპანია

2024-12-24 21:29
ჯანდაცვა

პაციენტები იმედს არ კარგავენ, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სახელმწიფო პროგრა

ასაკთან ასოცირებულ დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადებებია. ამიტომ, სიცოცხლის

2024-12-23 15:52
ჯანდაცვა

დაფინანსების შემთხვევაში, უამრავი ადამიანი მხედველობას შეინარჩუნებს - რას ითხოვენ პაციენტები და ექიმ

ექიმები ამბობენ, რომ მათთვის მორალურად რთულია, როცა არსებობს ეფექტიანი მედიკამენტები და მათ პაციენტები იმის გამო

2024-12-13 15:18
ჯანდაცვა

ავერსის ბლოგი: გრიპის ვაქცინა – რეალური საფრთხე თუ თავდაცვის ერთადერთი გზა?

სეზონური გრიპის ვაქცინაციაზე, მის სარგებელსა და ზიანზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა

2024-11-26 14:03
ჯანდაცვა

აღმოჩენილია კავშირი COVID-ის ინფექციასა და სიმსივნის ზომის შემცირებას შორის

მეცნიერების თქმით, ეს სპეციალური უჯრედები, რომლებიც ცნობილია როგორც "სტიმულირებადი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები