2024-12-03

20:59

შიდსის ჯანდაცვის ფონდი AHF საქართველო - როცა თქვენი ჯანმრთელობა პრიორიტეტია!

ჯანდაცვა
14-11-2024 16:08

რეპროდუქციული ჯანმრთელობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ არის  გამოცხადებული. რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე საზოგადოების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდა,  მათ შორის, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე ცნობიერების ამაღლება, მნიშვნელვან როლს ასრულებს მათ კეთილდღეობაში.

შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს ფილიალში (AHF საქართველო), რომელიც უკვე მეექვსე წელია ფუნქციონირებს, ნებისმიერ მსურველს, მათ შორის ახალგაზრდებს, შეუძლიათ უფასოდ და ანონიმურად ჩაიტარონ  4 კომპონენტიანი ტესტირება, რომელიც საშუალებას იძლევა, სულ რაღაც, 10 წუთში გაიგო პასუხი  აივ ინფექციაზე, C  და B ჰეპატიტებსა და სიფილისზე.

გარდა ზემოაღნიშნულისა, AHF საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს  რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ახალგაზრდებში  საინფორმაციო შეხვედრების, ტრენინგების,  უფასო ანონიმური კონსულტაციებისა და Facebook-ის გვერდზე საინფორმაციო პოსტების განთავსების გზით.

AHF საქართველოში ფუნქციონირებს ახალგაზრდული ცენტრი, რომლის მიზანია ახალგაზრდებს  შეუქმნას უსაფრთხო, კომფორტული სივრცე, დაეხმაროს მათ ჯანსაღი ჩვევების ფორმირებასა და  პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში,  ერთობლივი შემეცნებითი აქტივობებით ხელი შეუწყოს თვითშეფასებისა და თვითრწმენის გაძლიერებას.

„AHF საქართველოს ახალგაზრდულ ცენტრში მოზარდებსა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ინფორმაცია სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, აივ ინფექციასა და სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე. რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების ცოდნა მოზარდებსა და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები, თავიდან აიცილონ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და შეამცირონ ნაადრევი ქორწინების რისკი,“ - განმარტავს  AHF საქართველოს ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი, მარიამ ნათაძე.

ცნობილია, რომ საქართველოში სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან, ასევე, აივ ინფექციასთან და სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან დაკავშირებული საკითხები -  არ ისწავლება საგანმანათლებლო დაწესებულებებში. შესაბამისად, მოზარდების უმრავლესობას არ აქვს წვდომა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ზუსტ და სანდო ინფორმაციაზე. 

ცენტრის მიერ ჩატარებულ სხვადასხვა გამოკითხვებში და ინტერვიუებში, მოზარდებისა და ახალგაზრდების უმრავლესობა მიუთითებს, რომ სასწავლო დაწესებულებებში მათთვის ხელმისაწვდომი არ არის აღნიშნულ საკითხებზე რელევანტური ინფორმაცია. გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ამ საკითხთან დაკავშირებულ ინფორმაციას, უმეტესად, მოზარდები ვერც მშობლებისგან იღებენ. შესაბამისად, მათთვის ერთადერთი გზა ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება და მეგობრებისგან მიღებული რჩევებია. თუმცა, ამ გზით მიღებული ცოდნა, ხშირად არასწორი ან შეცდომაში შემყვანია, რაც ხელს უშლის და აბრკოლებს მოზარდებისა და ახალგაზრდების მიერ გააზრებული და გათვითცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ზრდის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის რისკებს, საფრთხის ქვეშ აყენებს მათ კეთილდღეობას და აღრმავებს უკვე არსებულ ტაბუს.

„AHF საქართველოს ახალგაზრდული ცენტრი  არის დაცული და სანდო გარემო რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე ცოდნის ურთიერთგაზიარებისთვის. მოზარდები და ახალგაზრდები, ერთი მხრივ, თავად გადიან გადამზადებას და მონაწილეობენ ტრენინგებში, სემინარებსა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებში, ხოლო, მეორე მხრივ, აქტიურ როლს თამაშობენ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაში და, როგორც თანასწორგანმანათლებლები, ხელს უწყობენ ცოდნის გავრცელებას და საზოგადოებაში ტაბუდადებული საზღვრების რღვევას. ცენტრში მოზარდები და ახალგაზრდები სხვადასხვა ინტერაქციული მეთოდების გამოყენებით განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: გარდატეხის ასაკისთვის დამახასაითებელი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორები, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ნაადრევი ქორწინება, ასევე აივ/შიდსი და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები,  მათი პრევენციის გზები და სხვა. ცენტრში ხორციელდება სპორტული და რეკრეაციული, ასევე, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები. მოზარდები აღნიშნავენ, რომ ცენტრში მიღებული ცოდნა მათ დაეხმარებათ მოსალოდნელი შედეგების გააზრებაში და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღებაში.“  - აღნიშნავს AHF საქართცველოს ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი.

ახალგაზრდული ცენტრი, ასევე, თანამშრომლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთანაც, სადაც პერიოდულად ატარებს საინფორმაციო კამპანიებს და შეხვედრებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის, აივ/შიდსი და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების საკითხებზე. ცენტრი ცდილობს გაზარდოს სტუდენტების ცნობიერება და ხელი შეუწყოს უფასო ტესტირებას. სტუდენტებს, ასევე, აქვთ შესაძლებლობა ცენტრში განახორციელონ პრაქტიკული საქმიანობა და მოხალისეობრივ საწყისებზე ჩაერთნონ ცენტრის ყოველდღიურ აქტივობებში.

უფასო და ანონიმური ტესტირებისა და უფასო კონსულტაციისთვის აივ/შიდსზე, სგგი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე მიმართეთ AHF საქართველოს ტესტირების ცენტრს, მისამართზე: თბილისი, მარი ბროსეს ქ. 2 ან დაუკავშირდით: +995 32 2 228040. ვებ.გვერდი: freeHIVtest-ge.org

მსგავსი სიახლეები

2024-11-26 14:03
ჯანდაცვა

აღმოჩენილია კავშირი COVID-ის ინფექციასა და სიმსივნის ზომის შემცირებას შორის

მეცნიერების თქმით, ეს სპეციალური უჯრედები, რომლებიც ცნობილია როგორც "სტიმულირებადი

2024-11-15 16:16
ჯანდაცვა

„გოგოები მოქმედებენ“ - პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა გოგონებისა და ბიჭების გაძლიერებას

გარდა ზემოაღნიშნულისა, 2022 წლიდან AHF საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ

2024-11-14 16:08
ჯანდაცვა

შიდსის ჯანდაცვის ფონდი AHF საქართველო - როცა თქვენი ჯანმრთელობა პრიორიტეტია!

AHF საქართველოში ფუნქციონირებს ახალგაზრდული ცენტრი, რომლის მიზანია ახალგაზრდებს შეუქმნას უსაფრთხო, კომფორტული სივრცე,

2024-11-06 14:51
ჯანდაცვა

PSP-ს ბლოგი: გრიპი — ყველაფერი, რაც ინფექციის შესახებ უნდა ვიცოდეთ!

საწყის სტადიაზე გაციებისა და გრიპის ერთმანეთისგან გარჩევა შეიძლება რთული იყოს — ორივე მათგანი რესპირატორული დაავადებაა.

2024-10-21 10:19
ჯანდაცვა

დაფინანსების შემთხვევაში, უამრავი ადამიანი მხედველობას შეინარჩუნებს - რას ითხოვენ პაციენტები და ექიმ

ანა ფარულავას თქმით, უსახსრობის გამო მკურნალობის ბოლომდე მიყვანას პაციენტების ნახევარზე მეტი ვერ ახერხებს, რადგან ხშირ შემთხვევაში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები