PSP-ს ბლოგი: როგორ წარმოვაჩინოთ ნაკვთების სილამაზე მინიმალური მაკიაჟით — რჩევები მოზარდებს?
მოზარდობის წლები საუკეთესო დროა იმისათვის, რომ ჩაატაროთ ექსპერიმენტები, მოსინჯოთ მრავალი სტილი და იპოვოთ ის, რაც ყველაზე უკეთ აჩვენებს თქვენს შინაგან სამყაროსა თუ გარეგნულ მონაცემებს. ამ საქმეში კი მაკიაჟი მნიშვნელოვანი იარაღი შეიძლება გახდეს.
განურჩევლად იმისა, თვალებზე გსურთ აქცენტის გაკეთება, ტუჩის ფორმის უკეთ წარმოჩენა გინდათ თუ გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი მცირე გამონაყარის დაფარვა გსურთ, არსებობს მაკიაჟის უამრავი ხრიკი, რაც სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ.
ამ ბლოგში სწორედ ამ ხრიკებზე ვისაუბრებთ და გირჩევთ, როგორ როგორ წარმოაჩინოთ სახის ნაკვთების სილამაზე მინიმალური პროდუქტით.
თუ კანის ერთ ფერში მოყვანა გსურთ
ხშირად, ყველაზე თვალშისაცემი კანის არაერთგვაროვანი ფერი და სტრუქტურაა. სწორედ ამიტომ, მომხმარებლების უმრავლესობას, პირველ რიგში, ამის მოწესრიგება უნდა. ამაში კუშონი დაგეხმარებათ.
Missha — მისშა MAGIC კუშონი
კანის ერთგვაროვანი ტონის მისაღწევად ერთ-ერთი საუკეთესო და დერმატოლოგიურად გამართლებული გზა კუშონის გამოყენებაა. მისშას კუშონი MAGIC მოგცემთ საშუალებას, დაფაროთ სიშავეები, ლაქები, სიჭრელე და არათანაბარი ტონი. ის, ამავდროულად, ატენიანებს კანს და ხდის ზედპაირს გლუვს. მცენარეული ექსტრაქტების წყალობით კი კანი დიდხანს გამოიყურება ჯანსაღად და დატენიანებულად.
როგორ დავფაროთ გამონაყარი?
გამონაყარი თინეიჯერების უმეტესობის ცხოვრების ნაწილია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის წინააღმდეგ არაფრის გაკეთება შეგვიძლია. გამონაყარის სიწითლის გასანეიტრალებლად გამოიყენეთ შესაბამისად შერჩეული კორექტორი. წაისვით მისი მცირე რაოდენობა გამონაყარზე, ნაზად გადაინაწილეთ თითის წვერით ან მაკიაჟის პატარა ღრუბლით. დაიმახსოვრეთ, რომ ამ ზონის პროდუქტებით გადატვირთვამ შეიძლება მეტი ყურადღება მიიპყროს, ამიტომ ზედმეტი პროდუქტის დატანა კარგი გადაწყვეტილება ვერ იქნება. პსპ-ს ქსელში კორექტორების დიდი არჩევანია.
Anastasia Beverly Hills — ანასტასია ბევერლი ჰილს კორექტორი
ეს კორექტორი არა მხოლოდ ფარავს გამონაყარსა და სხვა სახის არასასურველ ტონალობებს, არამედ ერწყმის კიდეც სახის კანს და იძლევა ერთიან ეფექტს. ეს ამერიკული პროდუქცია მომხმარებლების ერთ-ერთი ფავორიტია.
Benefit — ბენეფიტი კორექტორი
კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც შეიძლება თქვენს მაკიაჟის ყუთში შეუცვლელი გახდეს, ბენეფიტის კორექტორია. ეს მრავალფუნქციური პროდუქტი გამოირჩევა სრული დაფარვის უნარით, მისი თხევადი სტრუქტურა მსუბუქად ედება სახეს და იდეალურია არასასურველი "სტუმრების" დასაფარად. კორექტორი წყალგამძლეა და მთელი დღე ინარჩუნებს მდგრადობას.
ALIX AVIEN — ალიქს ავიენი კორექტორი
ალიქს ავიენის კორექტორი ყველანაირი ტიპის კანისთვისაა და, შესაბამისად, მოზარდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მისაღები პროდუქტია ამ კატეგორიაში. ის ნაკლოვანებებს მარტივად ფარავს, არ ტოვებს უსიამოვნო შეგრძნებას და შეიცავს დამატენიანებელ ინგრედიენტებსაც, რის საშუალებითაც არ აშრობს სახის კანს.
Catrice — კატრისი მაკორექტირებელი კრემი Camouflage
ბიუჯეტური, თუმცა, ეფექტიანი პროდუქტია კატრისის მაკორექტირებელი კრემი Camouflage. ის იდეალურია ნაკლოვანებებისა და თვალის სიშავეების დასაფარად. შესაძლებელია კანის მთელ ზედაპირზე დატანაც, რადგან შესანიშნავად ფარავს არათანაბარ ტონს. მისი ფორმულა არაკომედოგენურია — ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი არ ახშობს ფორებს და საშუალებას აძლევს კანს, ისუნთქოს. კრემი არ შეიცავს პარაბენებსა და ალკოჰოლს — კანზე მავნე ზემოქმედების მქონე ნივთიერებებს.
თუკი ტუჩების სილამაზის ხაზგასმა გინდათ
სწორად გამოკვეთილ ტუჩებს შეუძლია, თქვენი საერთო იერსახის მომხიბვლელი ელემენტი გახდეს და სულ სხვა იმიჯი შეგიქმნათ. გამოკვეთეთ ტუჩები ბუნებრივი ტუჩის ხაზის საშუალებით. ასევე შეგიძლიათ შექმნათ უფრო სავსე ტუჩების ილუზიაც. ამაში რამდენიმე პროდუქტი დაგეხმარებათ.
Bioderma — ბიოდერმა Atoderm ტუჩის ბალზამი
ლამაზი ტუჩი, პირველ რიგში, დატენიანებული და ხავერდოვანია. იმისათვის, რომ ტუჩები მოვლილი იყოს, ბიოდერმას Atoderm ბალზამი უნდა გამოიყენოთ — ის აღადგენს მშრალ და ძალიან მშრალ ტუჩებს, უბრუნებს მათ ბუნებრივ ელასტიურობას და შიის კარაქის მეშვეობით, კვებავს. ბალზამი შეიცავს E ვიტამინსაც, რითაც ტუჩის დაცვას უჯრედულ დონეზე უზრუნველყოფს. მის შემადგენლობაში არის ერთ-ერთი საუკეთესო დამცავი საშუალებაც — ავოკადოს ზეთი. რაც მთავარია, ბალზამი არ შეიცავს პარაბენებსა და პარფიუმს.
Ziaja — ზიაია ოლივა ტუჩის ბალმი
ტუჩის დატენიანებისა და საჭირო ნუტრიენტებით შესავსებად კარგი საშუალებაა ზიაიას ოლივას ხაზის ტუჩის ბალმი. ზეთისხილის ზეთის ექსტრაქტზე დამზადებული ეს ბალმი აღადგენს დაზიანებულ ტუჩებს, ანაცვლებს მკვდარ უჯრედებს და დატენიანებულ, ხავერდოვან ეფექტს იძლევა.
ALIX AVIEN — ალიქს ავიენი ტუჩის ფანქარი
ტუჩის სილამაზის წარმოჩენის შემდეგი ეტაპი კონტურის გამოკვეთაა, ამაში კი ალიქს ავიენის ტუჩის ფანქარი დაგეხმარებათ. ის იდეალურად უსვამს ხაზს თქვენი ტუჩის კონტურს, წყალგაუმტარი ფორმულის წყალობით არ იდღაბნება და აქვს მდგრადი პიგმენტაცია, რითაც დიდხანს ინარჩუნებს ფერს. ფანქარი ყველანაირი ტიპის კანისთვის გამოიყენება, დერმატოლოგების მიერაა შემოწმებული და არ შეიცავს პარაბენსა თუ გლუტენებს.
Catrice — კატრისი ტუჩსაცხი Scandalous Matte
კონტურის შევსების შემდეგ კი ტუჩსაცხის ჯერი დგება. კატრისის Scandalous Matte-ის აბრეშუმისებრი ტექსტურა იდეალურად გამოკვეთს ტუჩების ბუნებრივ სილამაზეს, ძლიერი პიგმენტი დიდხანს ნარჩუნდება და დერმატოლოგიური ფორმულა ტუჩს ტენიანობასაც უნარჩუნებს მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალური ეფექტი მბრწყინავი ან მბზინავი არ არის. ტუჩსაცხი ვეგანურია და არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს — პარაბენებს.
Essence — ესენსი Emily in Paris ტუჩის ზეთი
თუკი ტუჩსაცხების გამოყენებას უპირატესობას არ ანიჭებთ, მაშინ ესენსის ტუჩის შეფერილი ზეთია ის, რასაც ეძებთ. Emily in Paris ხაზის ზეთებს მქრქალი, ნაზი შეფერილობა აქვს და იდეალურია კონტურის შემდეგ დასატანად. ის კვებავს ტუჩს, ანიჭებს მას ბზინვარებას და რბილი სტრუქტურის წყალობით, ტოვებს სასიამოვნო შეგრძნებას. რაც მთავარია, შედეგად გვაძლევს მოცულობით, სავსე ტუჩებს.
როგორ გამოვკვეთოთ თვალები?
თვალები ხშირად პირველია, რასაც ადამიანები შენიშნავენ — სწორი მაკიაჟი კი ამ ნაკვთების კიდევ უფრო ლამაზად წარმოჩენაში დაგეხმარებათ. თუ გსურთ, თვალები ყურადღების ცენტრში მოაქციოთ და არც გადატვირთული, ე.წ. მძიმე მაკიაჟი ატაროთ, ეს პროდუქტები ნამდვილად გამოგადგებათ:
Essence — ესენსი XMAS ხელოვნური წამწამები
თანამედროვე ტრენდებს შორის ერთერთი ყველაზე გავრცელებული პროდუქტი ხელოვნური წამწამებია — მათი საშუალებით თვალებს შეგიძლიათ შეუცვალოთ ფორმა ან გამოკვეთოთ ბუნებრივი მოხაზულობა. ამაში კი ესენსის XMAS Fake Lashes დაგეხმარებათ. მისი დაწებება მარტივია და დიდხანსაც ძლებს.
A'pieu — აპიუ ტუში Length and Volume
თუმცა, ვინ თქვა, რომ ტრენდების გათვალისწინება მაკიაჟში აუცილებელია? — თუკი ხელოვნურ წამწამებს ვერ გუობთ, ან უბრალოდ, თქვენი ბუნებრივი წამწამების ფორმა და სიგრძე მოგწონთ, მაშინ მხოლოდ მათ გამოკვეთაზე უნდა იფიქროთ. ამაში კი აპიუს ტუში დაგეხმარებათ. ის წყალგამძლეა და ბუნებრივი ინგრედიენტების წყალობით იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის.
Tonymoly — ტონიმოლი Panda ტუში
თუკი თქვენი ბუნებრივი წამწამებისთვის ოდნავ სიგრძის მომატება გინდათ, ტონიმოლის Panda's Dream ტუში ისაა, რასაც ეძებთ. ის წამწამებს სიგრძეს მატებს და ანიჭებს გამოკვეთილ, მუქ შავ იერს. მისი ულტრამსუბუქი ტექსტურა არ ამძიმებს წამწამებს, არ იწვევს ცვენას და არ ტოვებს ნარჩენებს. გარდა ამისა, ბამბუკის ექსტრაქტი ატენიანებს წამწამებს და თვალებს გაღიზიანებისგან იცავს.
ALIX AVIEN — ალიქს ავიენი თვალის ლაინერი
თვალის სილამაზისა და მისი სილუეტის იდეალურად გამოკვეთაში კიდევ ერთი პროდუქტი — ალიქს ავიენის ლაინერი დაგეხმარებათ. თხევადი სტრუქტურის ეს ლაინერი აღჭურვილია მოქნილი წვერითაც — ამიტომაც მისი მრავალნაირი დატანა შეგიძლიათ. სწრაფად შრება და აქვს მდგრადი, პიგმენტური შეფერილობა.
Catrice — კატრისი თვალის ჩრდილების პალეტი Cozy Earth
თვალის ჩრდილების პალეტი ის პროდუქტია, რომლის საშუალებითაც თვალის სილამაზის გამოკვეთა ყველაზე მარტივია — ფერთა გამა, პიგმენტაცია, მდგრადობა საშუალებას გაძლევთ, მთელი დღის განმავლობაში თვალს ცოცხალი იერი მიანიჭოთ. კატრისის თვალის ჩრდილების პალეტი Cozy Earth ხავერდოვანი, რბილი ტექსტურით გამოირჩევა, აქვს მაღალი პიგმენტაცია და ინტენსიური ფერი. პროდუქტი ვეგანურია და არ შეიცავს ზეთებს, პარაბენებსა და მიკროპლასტიკურ ნაწილაკებს.
სახის ძვლოვანი სტრუქტურის სილამაზის გამოკვეთა
ყვრიმალების ხაზგასმა ერთ-ერთი ხრიკია ლამაზი სახის სწორად წარმოსაჩენად. ეს სახეს უფრო გამოკვეთილ, მკვეთრ და დასამახსოვრებელ იერს ანიჭებს. იმისათვის, რომ სახის ძვლოვანი სტრუქტურის სილამაზე სწორად წარმოაჩინოთ, პსპ-ში მრავალი პროდუქტი შეგხვდებათ.
Benefit — ბენეფიტი ბლაში Crystah
ბლაში გასული საუკუნის ტრენდული პროდუქტებიდან ერთ-ერთია, რომელმაც ბოლო წლებში აქტუალურობა დაიბრუნა. ბუნებრივად შეფერილი ლოყები იქნება თუ რუჯის ეფექტი — ბენეფიტის Crystah Blush ორივე შემთხვევაში დაგეხმარებათ. პროდუქტს მსუბუქი, ხავერდოვანი სტრუქტურა აქვს, მარტივად ნაწილდება კანზე და პიგმენტურობასთან ერთად მბზინავ ეფექტსაც მოგანიჭებთ.
A'pieu — აპიუ სახის კონტური
ვისაუბროთ კონტურზეც — ამ პროდუქტის დატანა შეგიძლიათ როგორც ყვრიმალებზე, ისე შუბლის ზედა მიდამოსა და ყბის ქვედა ნაწილში. აპიუს სახის კონტური რამდენიმე ტონალობის გაერთიანებით საშუალებას მოგცემთ, კანს ბუნებრივი იერი მიენიჭოთ, ხოლო ლამაზ სტრუქტურას ნაზად გაუსვათ ხაზი.
Benefit — ბენეფიტი ბრონზერი Hoola Caramel
ბრონზერი, შესაძლოა, თქვენი ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტი გახდეს. ის ერთი მხრივ პიგმენტურია, ხოლო ამავდროულად, მსუბუქი სტრუქტურის. ბენეფიტის ბრონზერი Hoola Caramel იდეალურია როგორც ღია, ისე მუქი კანის გამოსაკვეთად. მისი აბრეშუმისებრი, მსუბუქი ფორმულა ადვილად ნაწილდება კანზე და გლუვ, მდგრად ეფექტს ანიჭებს მას.
ნანახია: 416
მსგავსი სიახლეები
clickss