2025-05-06

18:43

იტალიის ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ'ანტუონომ გახსნა იტალიელი ფოტოგრაფის და პოეტის, მარიო ლასალანდრას ფოტოგამოფენა "პოეტები, ნიღბები, მსახიობები, მოჩვენებები"

კულტურა
06-05-2025 15:28
იტალიის ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ'ანტუონომ გახსნა ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფის, სცენოგრაფის, მხატვრისა და პოეტის, მარიო ლასალანდრას ფოტოგამოფენა "პოეტები, ნიღბები, მსახიობები, მოჩვენებები", რომელსაც უამრავი მნახველი დაესწრო.
რეტროსპექტიული გამოფენა (კურატორი პაოლა ლასალანდრა) მოიცავს 150-ზე მეტ შავ-თეთრ ფოტონამუშევარს, რომლებსაც ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი იტალიელი ფოტოგრაფი 1962-2011 წლებში იღებდა, და წარმოადგენს უაღრესად საინტერესო ფოტოგალერეას, რომელიც მნახველს ფოტოხელოვანის წარმოსახვით სამყაროში ამოგზაურებს. მეტაფორებით, ალეგორიებითა და სიმბოლოებით გაჯერებულ სამყაროში, რომლის პერსონაჟები რეალურსა და სიურრეალურს შორის ზღვარზე არსებობენ და სადაც ფანტასტიკური და მაგიური ერთმანეთს ენაცვლება.
"საქართველოში იტალიის საელჩოს ძალისხმევა მიმართულია კულტურული დიპლომატიის გასაძლიერებლად, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს იტალიური ფოტოგრაფიის პოპულარიზაცია წამოადგენს", - აღნიშნა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ'ანტუონომ, - "უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ხელოვნების ამ დარგს ყველაზე კარგად მარიო ლასალანდა, იტალიური ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და ნიჭიერი წარმომადგენელი, წარმოაჩენს".
გამოფენის გახსნაზე წარმოდგენილი იყო იტალიელი ფოტოგრაფის მიერ 2003-2013 წლებში სან ფელიჩე სულ პანაროში დადგმული პერფორმანსი "Magico" (რეინტერპრეტაციის ავტორი ცნობილი დიზაინერი ირაკლი ნასიძე).
"ქოლგა თბილისი ფოტო" 24-ე ფესტივალის ფარგლებში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული გამოფენა ღია იქნება მნახველისთვის 13 ივნისის ჩათვლით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.
კავკასიის რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფესტივალი "ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში უამრავი გამოფენა, ვორქშოფი და სხვადასხვა ღონისძიება ტარდება. გარდა ამისა, წლევანდელ კონკურსში მონაწილეობა 700-მდე ქართველი და უცხოელი ფოტოხელოვანის 900-ზე მეტმა პროექტმა მიიღო. მოკლე სიაში იტალიას 15 ფოტოგრაფი წარმოადგენდა, კატეგორია "რეპორტაჟის" გამარჯვებული კი იტალიელი ფოტოგრაფის დანიელე ვიტას პროექტი “Joe The Aviator” გახდა.

მსგავსი სიახლეები

2025-05-06 15:28
კულტურა

იტალიის ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ'ანტუონომ გახსნა იტალიელი ფოტოგრაფის და პოეტის, მარიო ლ

საქართველოში იტალიის საელჩოს ძალისხმევა მიმართულია კულტურული დიპლომატიის გასაძლიერებლად

2025-05-05 14:28
კულტურა

კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის კოლექციისთვის XVIII საუკუნის უნიკ

ეს ხელნაწერი ადასტურებს ქართული ხელოვნების და კულტურის უნიკალურობას და უდიდეს მნიშვნელობას

2025-05-02 10:56
კულტურა

Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომ

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ ქალბატონ

2025-05-01 11:53
კულტურა

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ადოლფ ადანის ბალეტი „ჟიზელის“ პრემიერა გაიმართა

სპექტაკლში მონაწილეობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული

2025-04-24 17:55
კულტურა

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025-ის საორგანიზაციო პროც

Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები