2025-04-01

01:51

სცენარისტთა სკოლა „სქრინფლეიში“ სწავლა 7 აპრილს იწყება!

კულტურა
28-03-2025 15:02

„კარგი ფილმის გადასაღებად სამი რამ გჭირდებათ — სცენარი, სცენარი და სცენარი“ — ამბობდა დიდებული რეჟისორი, ალფრედ ჰიჩკოკი. თუმცა სცენარი არა მხოლოდ ფილმს, არამედ სერიალს, სიტკომს, წიგნს, სპექტაკლს, რეკლამასა თუ თამაშსაც კი სჭირდება. და თუ გსურთ, რომელიმე მათგანის სცენარის ავტორად იქცეთ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს — სცენარისტთა სკოლა „სქრინფლეიში“ სწავლა 7 აპრილს იწყება, დარეგისტრირება და ამ შემოქმედებითი სამყაროსკენ ნაბიჯის გადადგმა კი ჯერ კიდევ შეგიძლიათ.

იმისათვის, რომ „სქრინფლეიზე“ ზოგადი წარმოდგენა შეგექმნათ, მის შესახებ ვრცლად გიამბობთ. ეს არის პირველი სცენარისტთა სკოლა საქართველოში, სადაც შეისწავლით ყველა იმ საჭირო ტექნიკას, უნარ-ჩვევასა და ფორმულას, რომელიც იდეის სრულყოფილ სცენარად ქცევაში დაგეხმარებათ. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, შეიძენთ ახალ, მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას და გახდებით ერთ-ერთი პირველი სერტიფიცირებული სცენარისტი საქართველოში.

ვინაიდან პროფესია სცენარისტი საკმაოდ მრავალფეროვანია და ბევრ მიმართულებას აერთიანებს, „სქრინფლეის“ კურსი 4 საგანს მოიცავს:

სცენარის წერის პრინციპებს  გოჩა კორხელაური, „სქრინფლეის“ დამფუძნებელი; სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი ტელესერიალისა „შუა ქალაქში“;

  1. ამბის თხრობის პრაქტიკულ კურსს — ქეთი დევდარიანი, სცენარისტი და წამყვანი, ტელესერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მთავარი სცენარისტი;
  2. დრამატურგიის მეთოდოლოგიას — ლაშა ბუღაძე, მწერალი და დრამატურგი, ლიტერატურული პრემია „საბას“ ხუთგზის ლაურეატი; BBC-ის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული საუკეთესო სცენარის კატეგორიაში;
  3. ქოფირაითინგი — გიორგი ქუცა რუხაძე, ქოფირაითერი და ბრენდის სტრატეგი, აქვს სარეკლამო ინდუსტრიაში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება, იყო „Holmes & Watson“-ის უფროსი ქოფირაითერი.

საგნების ამგვარი გადანაწილების პრინციპით, კურსის განმავლობაში, სტუდენტები შეისწავლიან სცენარის წერის პრინციპებს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური მუშაობის მეთოდით. მრავალფეროვანი სავარჯიშოების დახმარებით, ისინი შეძლებენ სახასიათო პერსონაჟების შექმნას სერიალისთვისა და კინოსთვის; შესაბამისი ფორმულების მიხედვით კი, გააცოცხლებენ იდეას, რათა მან სრულყოფილი სცენარის სახე მიიღოს;

ასევე, გაეცნობიან დრამატურგიის თანამედროვე ფორმულებს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ დონეზე. კინემატოგრაფიისა და თეატრის სამყაროდან კი რეკლამის ინდუსტრიაშიც გადაეშვებიან — შეისწავლიან კრეატიული იდეის დაგენერირების პრინციპებს და მათ მოკლედ და გასაგებად გადმოცემას.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ „სქრინფლეიში“ სტანდარტული ლექციების პრინციპი არ მოქმედებს…ლექტორები, თეორიული ცოდნის გაზიარებასთან ერთად, აქტიურ პროცესში რთავენ სტუდენტებს — აქ ისინი არა მხოლოდ მსმენელები და ცოდნის მიმღებნი, არამედ რეალური შემოქმედები არიან. ყოველ ლექციაზე თავად აცოცხლებენ იდეებს, ექსპერიმენტულად ამუშავებენ მათ და საბოლოოდ პროფესიულ ჩარჩოებში აქცევენ.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, სცენარისტთა სკოლაში სწავლა 7 აპრილს იწყება; ლექციები კი, 3 თვის განმავლობაში, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს ჩატარდება — 19:00-დან 22:00 საათამდე. ეს ის დროა, როცა სტუდენტების, ანუ მომავალი სცენარისტების გონებაში ახალი ამბები შეითხზვება და ნამდვილ ნამუშევრებად იქცევა.

მსგავსი სიახლეები

2025-03-28 15:02
კულტურა

სცენარისტთა სკოლა „სქრინფლეიში“ სწავლა 7 აპრილს იწყება!

ვინაიდან პროფესია სცენარისტი საკმაოდ მრავალფეროვანია და ბევრ მიმართულებას აერთიანებს, „სქრინფლეის“

2025-03-28 12:20
კულტურა

მარიამ შენგელია ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში მე-10 ნომრად წარდგება

რაც შეეხება პირველ ნახევარფინალურ შოუს, აქ წარდგებიან: ისლანდია, პოლონეთი, სლოვენია, ესტონეთი, უკრაინა

2025-03-24 17:35
კულტურა

ანსამბლმა ,,გურჯაანი“ ინდოეთში გამართულ ყოველწლიურ ინდურ-ქართული მუსიკის ფესტივალში „ქეთევანის ფესტი

გოაში გამართული ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს კულტურის სამინისტრო, ინდოეთში საქართველოს

2025-03-22 15:43
კულტურა

ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში, მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაი

გამოფენას, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შედგა, კულტურის მინისტრი

2025-03-19 11:16
კულტურა

რუსთაველის ეროვნულ თეატრში ეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

საღამოს თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა. რეჟისორი - თინათინ კორძაძე, მხატვარი - ანა ნინუა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები