2025-05-09

10:17

საქართველოს მწერალთა სახლი 2025 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით მონაწილეობს

კულტურა
12-03-2025 11:45

საქართველოს მწერალთა სახლი 2025 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით მონაწილეობს.

წიგნის ბაზრობისთვის მწერალთა სახლის მიერ შემუშავებული პროგრამის მიზანი  ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და ქვეყნის საზღვრებს გარეთ ახალი საქმიანი ურთიერთობის ხელშეწყობაა. კონცეფცია აიგო  ქართველი მოღვაწის, იოანე ზოსიმეს ფიგურის ირგვლივ და  წარიმართება დევიზით - „აღმოაჩინე ქართული საიდუმლო, ყოველი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს...“, რომლის მიხედვითაც შემუშავდა პროგრამული ნაწილი და მომზადდა სტენდის დიზაინი.

პროგრამა ითვალისწინებს ქართველი გამომცემლების, ავტორებისა და წიგნების წარდგენას,  ასევე შემოქმედებით აქტივობებს. ლიტერატურულ ნაწილთან ერთად წარმოდგენილი იქნება საბალეტო პერფორმანსი, მუსიკალურ ნომერი, აჩვენებენ დოკუმენტურ ფილმს. 

ბაზრობის პირველ დღეს, ეროვნული სტენდი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი საგანელიძე, საქართველოს საელჩოს, გაერთიანებულ სამეფოში ქართული დიასპორის,  მწერალთა სახლის წარმომადგენლები,  გამომცემლები და მოწვეული სტუმრები.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა პროფესორ დავით მაზიაშვილის წიგნის პრეზენტაცია, რომელიც მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიას ეძღვნება. პრეზენტაციაზე მარიამ ალექსიძის საბალეტო დასმა წარმოდგენა გამართა.

ლონდონის წიგნის ბაზრობა 1971 წლიდან, ყოველწლიურად იმართება და ფრანკფურტის შემდეგ წიგნის ყველაზე მასშტაბურ ბაზრობად ითვლება. ის აერთიანებს 25 ათასზე მეტ გამომცემელს, წიგნის გამავრცელებელს, ლიტერატურულ აგენტსა თუ მედიის წარმომადგენელს და ხელს უწყობს საგამომცემლო სფეროს განვითარებას, საავტორო უფლებების ყიდვა-გაყიდვის პროცესს, სხვადასხვა ქვეყნების კულტურების დაახლოებასა და ინტეგრაციას.

მსგავსი სიახლეები

2025-05-06 15:28
კულტურა

იტალიის ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ'ანტუონომ გახსნა იტალიელი ფოტოგრაფის და პოეტის, მარიო ლ

საქართველოში იტალიის საელჩოს ძალისხმევა მიმართულია კულტურული დიპლომატიის გასაძლიერებლად

2025-05-05 14:28
კულტურა

კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის კოლექციისთვის XVIII საუკუნის უნიკ

ეს ხელნაწერი ადასტურებს ქართული ხელოვნების და კულტურის უნიკალურობას და უდიდეს მნიშვნელობას

2025-05-02 10:56
კულტურა

Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომ

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ ქალბატონ

2025-05-01 11:53
კულტურა

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ადოლფ ადანის ბალეტი „ჟიზელის“ პრემიერა გაიმართა

სპექტაკლში მონაწილეობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული

2025-04-24 17:55
კულტურა

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025-ის საორგანიზაციო პროც

Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები