თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტა“ ასტორ პიაცოლას ოპერა-ტანგოს - „მარია ბუენოს-აირესიდან” პრემიერა გამართა

თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტა“ ასტორ პიაცოლას ოპერა-ტანგოს - „მარია ბუენოს-აირესიდან” პრემიერა გამართა. ოპერა-ტანგო „მარია ბუენოს-აირესიდან“ საქართველოში პირველად დაიდგა. შემსრულებლები არიან „საქართველოს სინფონიეტა“- დირიჟორი - კორნელია ფონ კერსენბროკი (გერმანია), მთხრობელი - კარლოს კლაუმანსმოლერი (ესპანეთი). ქართველი და საერთაშორისო შემსრულებლების ერთობლივ წარმოდგენაში მონაწილეობენ მარიამ ჩუხრუკიძე, თამარ გოჩაშვილი, თორნიკე სახოკია, ლონდა კაცია, პაატა ვახტანგიშვილი და სხვები.
„მარია ბუენოს-აირესიდან“, ოპერა-ტანგოს ჟანრში დაწერილი ერთადერთი ოპერეტაა. მისი პრემიერა ბუენოს-აირესში, 1968 წელს შედგა. ეს არის ისტორია ბუენოს-აირესში დაბადებული გოგოს ცხოვრების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ. ამავდროულად, „მარია ბუენოს-აირესიდან“ ტანგოს ისტორიაცაა: თუ როგორ იშვა ტანგო ბუენოს-აირესის გარეუბნებში, როგორ დაიპყრო კაბარეები და ქალაქის ცენტრები, როგორ ამოწურა საბოლოოდ საკუთარი თავი და როგორ იშვა ხელახლა.
ოპერა-ტანგო „მარია ბუენოს-აირესიდან“ საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით დაიდგა. კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში წარმოდგენები 9, 10 და 11 მარტსაც გაიმართება.
ასტორ პიაცოლა, როგორც მის მშობლიურ არგენტინაში, უწოდებენ - „El Gran Astor“ („დიდი ასტორი“), მსოფლიოში აღიარებული მეოცე საუკუნის ტანგოს უმნიშვნელოვანესი კომპოზიტორია. ბანდონეონზე დაკვრის პარალელურად, ტრადიციულ ტანგოში თანამედროვე სტილის შემოღებით, მან ფაქტობრივად რევოლუცია მოახდინა მუსიკაში და ტანგოში ჯაზისა და კლასიკური მუსიკის ელემენტების შერწყმით გაჩნდა ახალი სტილი - “Nuevo Tango” („ახალი ტანგო“).
ასტორ პიაცოლამ, ტანგო, ღამის კლუბებიდან კლასიკური მუსიკის საკონცერტო სცენაზე გაიტანა და ასე დაიბადა „ახალი ტანგო“, რაც ნებისმიერი მუსიკალური გემოვნების ადამიანისთვის საყვარელი მუსიკა გახდა.
ნანახია: 322
მსგავსი სიახლეები

იტალიის ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ'ანტუონომ გახსნა იტალიელი ფოტოგრაფის და პოეტის, მარიო ლ
საქართველოში იტალიის საელჩოს ძალისხმევა მიმართულია კულტურული დიპლომატიის გასაძლიერებლად

კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის კოლექციისთვის XVIII საუკუნის უნიკ
ეს ხელნაწერი ადასტურებს ქართული ხელოვნების და კულტურის უნიკალურობას და უდიდეს მნიშვნელობას

Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომ
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ ქალბატონ

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ადოლფ ადანის ბალეტი „ჟიზელის“ პრემიერა გაიმართა
სპექტაკლში მონაწილეობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025-ის საორგანიზაციო პროც
Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის
clickss