2025-02-22

00:18

საქართველოს მიერ წარდგენილმა ახალმა ნომინაციამ - „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ - განხილვის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა

კულტურა
20-02-2025 14:47

UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში საქართველოს მიერ წარდგენილმა ახალმა ნომინაციამ - „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ - განხილვის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა

საქართველოს მიერ UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში 2024 წლის 28 მარტს წარდგენილმა ახალმა ნომინაციამ - „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ - განხილვის პროცესის პირველი, ტექნიკური შეფასების ეტაპი, წარმატებით გაიარა. 

ნომინაციის შინაარსობრივი შეფასების მეორე ეტაპი 2025 წლის ნოემბერში დასრულდება, ხოლო საბოლოო განხილვა გაიმართება UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე 2025 წლის 8-13 დეკემბერს ინდოეთში, ქალაქ დელიში.  

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ - საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის №98 დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის  კატეგორია.  საქართველოს კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს და ნომინაციის მომზადების მონაწილე ყველა მხარეს.

მსგავსი სიახლეები

2025-02-20 14:47
კულტურა

საქართველოს მიერ წარდგენილმა ახალმა ნომინაციამ - „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“

საქართველოს მიერ UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის

2025-02-14 16:19
კულტურა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის ურყეობის დასტურად კულტურის სფეროს წარმომადგე

კულტურის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ელემენტია“, — განაცხადა მან შეხვედრაზე

2025-02-14 11:44
კულტურა

თბილისის კონსერვატორიის რექტორი გიორგი ვაჩნაძე იაპონიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

თბილისის კონსერვატორიის რექტორმა ადგილზე სტუდენტებისთვის მასტერკლასები გამართა

2025-01-24 10:43
კულტურა

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 19 ფილმი იქნება წარმოდგენილი

ჟიურის, რომელიც გადაწყვეტს „ოქროს დათვისა“ და „ვერცხლის დათვის“ მფლობელებს, თავმჯდომარეობს ამერიკელი

2025-01-01 13:35
კულტურა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლი

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-თურქეთის კულტურული ურთიერთობის პერსპექტივასა და ორმხრივად სასარგებლო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები