საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან
კულტურა
01-01-2025 13:35
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - ალი ქაან ორბაისთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-თურქეთის კულტურული ურთიერთობის პერსპექტივასა და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
განიხილეს სამომავლო პროექტები და ღონისძიებები, რომელთა განხორციელება ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია. საუბარი შეეხო ორივე ქვეყანაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება-დაცვის საკითხსაც.
ნანახია: 154
მსგავსი სიახლეები
clickss