როტერდამის კინოფესტივალზე ქართული კინოკლასიკის - „სხვისი შვილების“ - აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება
კულტურა
18-12-2024 11:46
როტერდამის კინოფესტივალზე ქართული კინოკლასიკის - „სხვისი შვილების“ - აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება. ამის შესახებ კულტურის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.
მათი ინფორმაციით, მიმდინარე წელს ვენეციის კინოფესტივალზე საქართველოს ეროვნულ კინოცენტრსა და როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, როტერდამის რიგით 54-ე კინოფესტივალზე თენგიზ აბულაძის კინოკლასიკის - „სხვისი შვილების“ - აღდენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება.
ფილმის რესტავრირებული ვერსია 2023 წელს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა.
იხ. პროგრამის ბმული: https://shorturl.at/qTz3T
ნანახია: 112
მსგავსი სიახლეები
clickss