2024-10-24

02:39

პრემიერ-მინისტრმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი წარუდგინა

კულტურა
21-10-2024 17:12

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი თინათინ რუხაძე და მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე წარუდგინა.

მთავრობის მეთაურმა გაწეული საქმიანობისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა კულტურისა და სპორტის ყოფილ მინისტრ თეა წულუკიანს და ახალ მინისტრს წარმატებები უსურვა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ დაგეგმილია კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფა, რის შემდეგაც კულტურის სამინისტროს თინათინ რუხაძე, ხოლო სპორტის სამინისტროს შალვა გოგოლაძე გაუძღვება.

„თინათინ რუხაძე იქნება კულტურის მინისტრი. როდესაც შეიკრიბება პარლამენტი, შევიტანთ ცვლილებას კანონში, ცალკე გამოიყოფა სპორტის სამინისტრო და მას უხელმძღვანელებს შალვა გოგოლაძე, რომელიც მანამდე კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იქნება. სპორტში გვაქვს დიდი წარმატებები და შესაბამისად, სპორტის განვითარება ჩვენთვის პრიორიტეტულია. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა ის, რომ ცალკე სამინისტრო შეიქმნება, რომელიც სპორტთან დაკავშირებულ საქმეებს გაუძღვება. ორივე მათგანი - როგორც მინისტრი, ასევე მინისტრის პირველი მოადგილე, არიან პროფესიონალები, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, მათი საქმიანობა იქნება ძალიან წარმატებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

მსგავსი სიახლეები

2024-10-21 17:12
კულტურა

პრემიერ-მინისტრმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი წარუდგინა

მთავრობის მეთაურმა გაწეული საქმიანობისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა კულტურისა და სპორტის ყოფილ მინისტრ თეა

2024-10-18 16:54
კულტურა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პოზიციას თინათინ რუხაძე დაიკავებს

პრემიერმა დღევანდელ ბრიფინგზე წარადგინა შალვა გოგოლაძე, რომელიც ამ ეტაპზე დაიკავებს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას

2024-10-16 14:16
კულტურა

თელავის ისტორიულ მუზეუმში შუამთის მონასტრის საგანძურის გამოფენა გაიხსნა

გამოფენის გახსნას აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

2024-10-01 17:13
კულტურა

საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო - ევროს საკოლექციო ბანკნოტზე გამოსახეს!

ღვინის სამშობლო - ეს ევროპის შუაგულში კიდევ ერთხელ აღნიშნეს და ევროს საკოლექციო ბანკნოტზეც დაიტანეს. ამის შესახებ

2024-09-26 10:43
კულტურა

2024 წლის 25-27 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში IV საერთაშორისო ქართველოლოგი

საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესის მოწყობის იდეა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განაცხადია ქართული ენის, კულტურისა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები