2024-10-16

16:26

თელავის ისტორიულ მუზეუმში შუამთის მონასტრის საგანძურის გამოფენა გაიხსნა

კულტურა
16-10-2024 14:16
საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და თელავის ისტორიული მუზეუმის მხარდაჭერითა და შუამთის დედათა მონასტრის ინიციატივით ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის მონასტრის აღდგენის 30 წელთან დაკავშირებით თელავის ისტორიულ მუზეუმში შუამთის მონასტრის საგანძურის გამოფენა გაიხსნა.
გამოფენის გახსნას აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ აზნაურაშვილი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, ქალაქ თელავის მერი ლევან ანდრიაშვილი, ახალი შუამთის მონასტრის წინამძღვარი იღუმენია იოანა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
გამოფენაზე წარმოდგენილია ახალი შუამთის მონასტრის ხატები, საეკლესიო ნივთები და ხელნაწერები, ასევე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში (საგანძურში) დაცული შუამთის მონასტრისთვის შეწირული შვიდი ექსპონატი: 6 ბეჭედი და ერთი საცეცხლური. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან წარმოდგენილია სამი ხელნაწერი - ტიპიკონი, იოანე ოქროპირის მათეს თავის განმარტებანი და კრებული.
გამოფენის გახსნაზე აჩვენეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ახალი შუამთის მონასტრის ისტორიას ასახავს.
თელავის ისტორიულ მუზეუმში გამოფენა 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

2024-10-16 14:16
კულტურა

თელავის ისტორიულ მუზეუმში შუამთის მონასტრის საგანძურის გამოფენა გაიხსნა

გამოფენის გახსნას აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

2024-10-01 17:13
კულტურა

საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო - ევროს საკოლექციო ბანკნოტზე გამოსახეს!

ღვინის სამშობლო - ეს ევროპის შუაგულში კიდევ ერთხელ აღნიშნეს და ევროს საკოლექციო ბანკნოტზეც დაიტანეს. ამის შესახებ

2024-09-26 10:43
კულტურა

2024 წლის 25-27 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში IV საერთაშორისო ქართველოლოგი

საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესის მოწყობის იდეა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განაცხადია ქართული ენის, კულტურისა

2024-09-25 11:11
კულტურა

დანიაში ქართული კულტურის დღეები საზეიმოდ გაიხსნა

პირველივე დღეს „დეტ ნი თეატრიში“ გაიმართა ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ „ბასიანისა“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის

2024-09-18 16:13
კულტურა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Culture პროექტი უმასპინძლებს ფესტივალს “EU4Culture Network Festiv

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება EU4Culture მობილობის პროგრამის ბენეფიციარების ნამუშევრები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები