2024-09-19

19:55

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Culture პროექტი უმასპინძლებს ფესტივალს “EU4Culture Network Festival: CITY STORIES, DIVERSE VOICES”

კულტურა
18-09-2024 16:13

20-21 სექტემბერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Culture პროექტი უმასპინძლებს ფესტივალს “EU4Culture Network Festival: CITY STORIES, DIVERSE VOICES”, გორში,  გორის ხელოვნების სახლში. ორდღიანი ღონისძიების მიზანია, წარმოაჩინოს EU4Culture პროექტის შედეგები და მათი გავლენა საქართველოს კულტურის და შემოქმედებით სექტორზე. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება EU4Culture მობილობის პროგრამის ბენეფიციარების ნამუშევრები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტები და ერთობლივი შემოქმედებითი ინიციატივები საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვადასხვა ქვეყანას შორის.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება EU4Culture მობილობის პროგრამის ბენეფიციარების ნამუშევრები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტები და ერთობლივი შემოქმედებითი ინიციატივები საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვადასხვა ქვეყანას შორის. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 25-მდე ქართველი ხელოვანი და კულტურის სფეროს წარმომადგენელი, ასევე, მონაწილეები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან და უკრაინიდან. ფესტივალის პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებს, მათ შორის გამოფენებს, მუსიკალურ და ცეკვის წარმოდგენებს, პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს, მასტერკლასებს, ფილმების ჩვენებას და სხვა. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

ფესტივალის სრული პროგრამის სანახავად მიჰყევით ბმულს: https://www.flipsnack.com/6E57DF5569B/eu4culture-network-festival-program_geo/full-view.html

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 4-წლიანი პროექტია კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის მხარდასაჭერად, განსაკუთრებული აქცენტით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებზე. პროექტს EU4Culture ახორციელებენ: გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

მსგავსი სიახლეები

2024-09-18 16:13
კულტურა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Culture პროექტი უმასპინძლებს ფესტივალს “EU4Culture Network Festiv

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება EU4Culture მობილობის პროგრამის ბენეფიციარების ნამუშევრები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცი

2024-09-08 11:46
კულტურა

ვენეციის კინოფესტივალზე დეა კულუმბეგაშვილის ფილმს „აპრილი“ ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა

ფილმი სოფლის მეან-გინეკოლოგ ნინაზე (ია სუხიტაშვილი) მოგვითხრობს, რომელიც არალეგალურ აბორტებს უკეთებს სიღარიბეში მცხოვრებ

2024-08-27 11:44
კულტურა

გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიური სამუშაოების დროს ნაპოვნია ძვ. წ. VII საუკუნეში გარდაცვლილი ქალის სამა

ამჟამად მიმდინარეობს გათხრები I, III, IV და V ტერასებზე. ასევე, მიმდინარეობს პირველ ტერასაზე N4 თხრილში მდებარე N1-N2 სახლების

2024-08-22 11:17
კულტურა

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მეთერთმეტე სეზონს აღნიშნავს

კლასიკური მუსიკის ფესტივალი მსმენელს წელსაც მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ

2024-08-15 12:00
კულტურა

იორდანიაში, ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე არქეოლოგიური სამუშაოების დასაგეგმად არქეოლოგთა ჯგ

მინისტრმა ქალაქ კარაკში შიჰანის ქართველთა უდაბნო-მონასტრის ადგილი მიმდინარე წლის ივლისში მოინახულა.





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები